საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შაბათი, 18 ნოემბერი 2017

მეცხრე დღეა უშბაზე ორ გერმანელ ტურისტს ეძებენ

13:22 - 09 აგვისტო 2017 hits 984

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები სვანეთში, უშბაზე ორ გერმანელ ტურისტს ეძებენ. ტურისტები 1-ელ აგვისტოს დაიკარგნენ.

როგორც "მთის ამბებს" მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა, მაშველებმა ვერც ტურისტების კარვები იპოვეს.

"ახლა, აგვისტოში უშბაზე თოვლიც არაა, დიდი ნაპრალებია. სავარაუდოდ, შესაძლოა ნაპრალში ჩავარდნენ და ამიტომ არ ჩანან. მაშველები გუშინაც გადაფრინდნენ, მაგრამ ვერაფერი იპოვეს", - განაცხადა მესტიის გამგებელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შექმნილია ძებნის საქმე, რომლის ფარგლებშიც სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

უშბა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზეა. აქვს სამხრეთი და ჩრდილოეთი მწვერვალები. სამხრეთი მწვერვალი უმაღლესია და ზღვის დონიდან 4700 მეტრზეა, ჩრდილოეთი 10 მეტრით დაბალია. უშბის მწვერვალები სილამაზითა და მიუდგომლობით მრავალ მთამსვლელსა და ტურისტს იზიდავს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში