საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რამ მოხიბლა ბრიტანელი ჟურნალისტი სვანეთის მთებში ხეტიალისას...

11:37 - 26 ივლისი 2017 hits 12471

ბრიტანულმა გამოცემა „The Guardian“-მა საქართველოს შესახებ მორიგი სტატია - „ხეტიალი სვანეთის მთებში“ გამოაქვეყნა.

ჟურნალისტი ჯერემი ჰედი სვანეთში მოგზაურობას ბეჩოდან იწყებს. ჯერემი დაბნეულობას ვერ მალავს იმ კონტრასტის მიმართ, რომელსაც ტრადიციული, ძველი არქიტექტურა და საბჭოთა მონუმენტური შენობები ქმნიან.

ბეჩო

ფოტო: ბეჩო

სტატიის დიდი ნაწილი ქართულ სამზარეულოს, კერძოდ, კუბდარის მომზადების წესს ეთმობა. ჟურნალისტი ხუმრობს, რომ კერძის რეცეპტი და მომზადების ძირითადი ეტაპები მარტივია: ცომი, საქონლის ხორცი და ხახვი. სირთულე შემდეგ იწყება, როდესაც კუბდარს საიდუმლო ინგრედიენტს უმატებენ.

ფოტო: მესტია, Tony Hanmer

ფოტო: მესტია, Tony Hanmer

ბეჩოდან ჟურნალისტი მესტიაში მიდის, სადაც რადიკალურად განსხვავებული გარემო ხვდება - განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურით, სასტუმროებით, მუზეუმებითა და რა თქმა უნდა, სვანეთის მთებში მასავით მოხეტიალე უამრავი ტურისტით.

ფოტო: მულახი, Tony Hanmer

ფოტო: მულახი, Tony Hanmer

შემდეგი დანიშნულების ადგილი სოფელი მულახია. როგორც თვითონ ამბობს, უკვე მიუხვდა აქაურ ამინდს. ამიტომ, დღის მეორე ნახევარში, უშიშრად მიუყვება სოფელ მულახის გზას. „წინ კი მთებია და ისევ მთები...“

ფოტო: უშბა, Tony Hanmer

ფოტო: უშბა, Tony Hanmer

ჟურნალისტი სტატიას შემდეგი ფრაზით ასრულებს: „ყველაზე რთული გადაწყვეტილება ლანჩის დროს უნდა მიმეღო; რომელი ხედისთვის შემეხედა - მარჯვნივ მყინვარი უშბა იყო, ქვევით კი მწვანე ხეობა, რომელსაც უძველესი კოშკები გადაჰყურებდნენ. დამღლელი მოგზაურობა გამოგვივიდა, თუმცა ნამდვილად ღირდა“.

აღნიშნული სტატია - „ხეტიალი სვანეთის მთებში“ აქტიურად გავრცელდა სოციალურ ქსელებში და გამოხმაურებაც მეტწილად დადებითი იყო. კომენტარებში კი კვლავ აქტიურად გრძელდება გარჩევა: „Is Georgia in Europe”? („საქართველო ევროპაშია“?)

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში