საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ონის გამგეობის განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსი დააკავეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:50 - 01 აპრილი 2017 hits 5537

ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფრიოსი გიორგი მელაშვილი დააკავეს.

თვითმხილველების თქმით, გიორგი მელაშვილი 31 მარტს, გამგეობის შენობის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს და სავარუდოდ, მას ქრთამის აღებას ედავებიან.

ოჯახის წევრებს მისი დაკავების შესახებ დღეს შეატყობინეს.

ონის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლობჯანიძე აცხადებს, რომ არ იცის რა ბრალდებით დააკავეს გიორგი მელაშვილი.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორი პარმენ მარგველიძე დაკავების ფაქტს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ გიორგი მელაშვილის დაკავების მიზეზებზე ჯერჯერობით არც მისთვის არის ცნობილი. „ანტიკორუფციულმა სამსახურმა დააკავა. გამოძიების პროცესში ყველაფერი გაირკვევა. ბოლომდე საქმის კურში მეც არ ვარ“ – განუცხადა „მთის ამბებს“ პარმენ მარგველიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გიორგი მელაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს.

გიორგი მელაშვილი ონის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსად მუშაობის გარდა, პარტია „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

სალომე ცისკარაული

mtisambebi.ge-ს მოქალაქე რეპორტიორი. აშუქებს ხევსურეთის და რაჭის ამბებს. პროფესიით ჟურნალისტია. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში