საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ყაზბეგის სოფელ ყანობში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 200 ათასი ლარი გამოიყო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:21 - 16 თებერვალი 2017 hits 5881

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის საკრებულომ 200 ათასი ლარი გამოყო. საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას სავარაუდოდ 2017 წლის სექტემბრიდან დაიწყებს.

„ყანობში საბავშვო ბაღის ასაშენებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილება შევიტანეთ. ბაღის მშენებლობისთვის 200 ათასი ლარია გამოყოფილი. აპრილში სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება, დაახლოებით 10 მაისიდან კი მშენებლობა დაიწყება. 2017 წლის სექტემბრის ბოლოს ბაღი უკვე ფუნქციონირებას დაიწყებს,“ - უთხრა „მთის ამბებს“ ყაზბეგის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა ზურაბ ზილინაშვილმა.

„მთის ამბებმა“ 30 იანვარს მოამზადა რეპორტაჟი ყანობიდან – ბავშვმრავალი მთიანი სოფელი საბავშვო ბაღის გახსნის მოლოდინში.

„სოფელში საბავშვო ბაღი რომ არ არის, ეს ჩვენი ოჯახისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა. 4 შვილი მყავს, აქედან 3 სკოლამდელი ასაკის. ჩემი მეუღლე მესაზღვრეა. მე დაწყებითი კლასების მასწავლებლად ვმუშაობ. ახლა დეკრეტში ვარ, მაგრამ მალე გასვლა მომიწევს და არვიცი ბავშვები ვის დავუტოვო. საბავშვო ბაღის გახსნა ხელს შეუწყობს სოფელში მოსახლეობის დამაგრებას და სოფლის განვითარებას“, – ამბობს ყანობში მცხოვრები ფიქრია ჩაბაიძე. სოფელში 25 ოჯახი ცხოვრობს და სასკოლო ასაკის 10–ზე მეტი ბავშვია.

ყანობში საბავშვო ბაღის გახსნის მოთხოვნით, „მთის ამბების“ მხარდაჭერით პეტიციაც მზადდებოდა, რომელიც სათემო აქტივისტებს განსახილველად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა წარედგინათ.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის ბიუჯეტი გასული წლის 21 დეკემბერს დაამტკიცა. ბიუჯეტი 5 062 000 ლარით იყო განსაზღვრული. გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის ვასილ კურკუმულის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით ბიუჯეტი 9 035 200 ლარამდე გაიზარდა გასული წლის ეკონომიის და შემოსულობების ზრდის ხარჯზე.

სოფელ ყანობის გარდა ახალი საბავშვო ბაღი აშენდება გუდაურშიც, სადაც სასკოლო ასაკის 22 ბავშვია. მშენებლობისთვის აქაც 200 ათასი ლარი უკვე გამოიყო. ისევე როგორც ყანობში, გუდაურში მცხოვრები ბავშვებისთვისაც სკოლამდელი განათლება ხელმისაწვდომი არ არის. გამგეობის ინფორმაციით, ახალი საბავშვო ბაღი გუდაურშიც სექტემბერში უნდა გაიხსნას.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში