საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შაბათი, 18 ნოემბერი 2017

ცაგერში ლაილაშის სკოლა ყოფილი საავადმყოფოს შენობაშია შეხიზნული

17:11 - 31 იანვარი 2017 hits 615

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის სკოლა, სადაც ამჟამად 46 ბავშვი სწავლობს, უკვე 2 თვეა საავადმყოფოს ძველ შენობაშია შეხიზნული. სკოლის ყოფილი შენობა 2016 წლის 24 ნოემბერს ხანძარმა თითქმის მლიანად გაანადგურა. 2017 წლის სამოქმედო გეგმაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხოლოდ სკოლის პროექტის შექმნა აქვს დაგეგმილი.

„აქ იდეალური პირობები ნამდვილად არ არის, მაგრამ გაკვეთილების ჩატარება შეიძლება. შენობა ნორმალურია, წყალი არ ჩამოდის. იატაკია ძველი და დაზიანებული. შენობა ჩვენი ძალებით შევაკეთეთ. საკმარისი საკლასო ოთახები რომ გვქონოდა, ტიხრები გავაკეთეთ. ხანძრის დროს სასკოლო ინვენტარი მთლიანად დაგვეწვა. მერხებით და საგანმანათლებლო პროცესისთვის საჭირო სხვადასხვა ნივთებით ახლომდებარე სოფლების საჯარო სკოლები დაგვეხმარნენ. განათლების სამინისტროდან ჩამოსულმა ექსპერტებმა სკოლის დამწვარი შენობა შეამოწმეს. სამწუხაროდ, შენობა ისეა დამწვარი, რომ რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. დარჩენილი კედლების გამოყენებაც კი შეუძლებელია. საავადმყოფოს შენობაში ალბათ, მინიმუმ 1 სასწავლო წლის გატარება კიდევ მოგვიწევს,“ - უთხრა „მთის ამბებს“ ლაილაშის საჯარო სკოლის დირექტორმა ალექსანდრე გიორგობიანმა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოში აცხადებენ, რომ 2017 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია იმ შენობის რეაბილიტაცია, სადაც ამჟამად ლაილაშის სკოლა ფუნქციონირებს, ახალი სკოლის მშენებლობისთვის კი პროექტი მომზადდება.

ახალი შენობა, სავარაუდოდ, ისევ ძველი სკოლის ადგილზე აშენდება. მშენებლობის დაწყების თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში