საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

დაშბაშის კანიონამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია 10 აგვისტოს დასრულდება

17:08 - 29 ივლისი 2017 hits 2206

წალკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქციის (ხრამის) ხეობაში მდებარე დაშბაშის კანიონამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია 10 აგვისტოს დასრულდება. გზაზე, რომლის სიგრძეც 1,4 კმ-ია, სამუშაოების 40% უკვე შესრულებულია. პროექტის ღირებულება 372 ათასს ლარს შეადგენს.

დაშბაშის კანიონი, რომელიც იშვიათი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა, ზღვის დონიდან 1110-1448 მეტრზე მდებარეობს. ტურისტული სეზონი აქ მაისიდან იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. ალგეთის ეროვნული ტყე-პარკის რეინჯერის ინფორმაციით, შაბათ-კვირას, კანიონს, საშუალოდ, 500-600-მდე ადამიანი სტუმრობს.

წალკის მუნიციპალიტეტში იმედოვნებენ, რომ გზის რეაბილიტაციის შემდეგ, ვიზიტორებთა რაოდენობა მოიმატებს.

„საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა აუცილებლად იმოქმედებს დამთვალიერებლების რაოდენობაზე. კანიონთან მისვლა გაადვილდება, შესაბამისად, ტურისტების რაოდენობაც გაიზრდება“, - აღნიშნავს წალკის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ამირან საყვარელიძე.

დაშბაშის კანიონის მონახულება უფასოა. ტერიტორიაზე საპიკნიკო და საკარვე ადგილებიცაა გამოყოფილი.

2016 წელს, კანიონის მიმდებარედ, 50 000 ათასი ლარის ღირებულების 6 ფანჩატური მოეწყო. ამჟამად კი ხელოვნურსაფარიანი მოედნის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ამისთვის წალკის მუნიციპალიტეტს 40 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი.  

დღეისათვის, დაშბაშის კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი საპირფარეშოები არ დგას. როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნული პრობლემა აგვისტოს ბოლოს მოგვარდება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში