საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

გუდამაყარში, ფშავსა და ხევსურეთში დაცული ლანდშაფტის შექმნა იგეგმება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:08 - 16 მარტი 2017 hits 11589

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ახალი დაცული ლანდშაფტის შექმნა იგეგმება. დაცული ლანდშაფტი, სავარაუდოდ, გუდამაყრის ხეობას, პირაქეთა ხევსურეთსა და მთელ ფშავს მოიცავს.

„შესაქმნელი დაცული ლანდშაფტის ზუსტი საზღვრები ჯერ დადგენილი არ არის. ახალი დაცული ლანდშაფტის შექმნისთვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მცხეთა-მთიანეთში ახლა მიმდინარეობს. ასეთი რეჟიმის მქონე დაცული ტერიტორიის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ხელს შეუწყობს ბუნებისა და გარემოს დაცვას, ტურიზმის და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. გარკვეულ სარგებელს მოსახლეობაც მიიღებს. როცა რეგიონში საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია შედის, იქ მოსახლეობისთვის ბევრი სასარგებლო პროექტი ხორციელდება. მაგალითად, ჩეხეთის განვითარების სააგენტო თუშეთში მოსახლეობას საოჯახო სასტუმროების მოწყობაში დაეხმარა და მათ მზის ბატარეებიც გადასცა. იქ, სადაც გარემო უკეთესად არის დაცული, მოსახლეობაც უკეთესად ცხოვრობს და ტურისტიც ბევრი მიდის - ტურიზმი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო ხდება,“ - ამბობს „მთის ამბებთან“ საუბარში ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის დირექტორი ვაჟა ჭინჭარაული.

მისივე თქმით, ამჟამად მცხეთა-მთიანეთში წინასაპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. წინასაპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ შეიქმნება კანონპროექტი და ის განსახილველად და დასამტკიცებლად პარლამენტში შევა. პროექტის დონორი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკია.

საქართველოში ამ დროისთვის ორი დაცული ლანდშაფტია. „თუშეთის დაცული ლანდშაფტი“ (31,518 ათასი ჰა) 2003 წელს შეიქმნა, 2009 წელს კი დაარსდა „კინტრიშის დაცული ლანდშაფტი“ (3,190 ათასი ჰა). ამ კატეგორიის დაცულ ტერიტორიაზე შესაძლებელია ბუნებრივი რესურსების მდგრადი მოხმარება და ეკოტურიზმის განვითარება. 2013 წლის მონაცემებით, საქართველოში დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობი 34 ათას 708 ჰექტარს შეადგენს.

დაცული ლანდშაფტი იმართება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი ადმინისტრაციის მიერ, რომელიც მართვას დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან შეთანხმებით ახორციელებს.

ანნა ჭინჭარაული

Mtisambebi.ge–ს მოქალაქე–რეპორტიორი. აშუქებს ხევსურეთის ამბებს. დამთავრებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესიით სოციოლოგია. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში