საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ყაზბეგის ეროვნული პარკი 70 000 ჰექტრით გაფართოვდება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:05 - 16 იანვარი 2017 hits 10177

ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიას 70 000 ჰა დაემატება. პარკის გაფართოების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად შემოდგომაზე შევა.

“ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორია ცალკეულ ფრაგმენტებად არის დაყოფილი და ამის გამო ის ეკოსისტემების სრულფასოვან დაცვას ვერ უზრუნველყოფს. პარკის ამჟამინდელი ფართობი 8 707 ჰექტარია. მას სავარაუდოდ კიდევ 70 000 ჰა დაემატება, მათ შორის თრუსოს და სნოს ხეობა და მყინვარწვერის ნაწილი. კანონპროექტი ახლა მუშავდება და ზუსტი საზღვრები ჯერ დადგენილი არ არის. პროექტი პარლამენტში განსახილველად საშემოდგომო სესიაზე გავა. პარკის გაფართოება ხელს შეუწყობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებული ეკოსისტემების უკეთ დაცვას, რეგიონში მდგრადი ტურიზმის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას,” - აცხადებს mtisambebi.ge-სთან საუბარში დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსის მოადგილე, თამარ კვანტალიანი.

ყაზბეგის ეროვნული პარკი 1976 წელს შეიქმნა. პარკის მხოლოდ 35%-ია ტყით დაფარული, დანარჩენი ტერიტორია კი ალპურ იალაღებს, მორენებს, მუდამ თოვლით დაფარულ მწვერვალებსა და მიუდგომელ კლდეებს უჭირავს.

ეროვნულ პარკში გვხვდება ისეთი მცენარეები, როგორებიცაა: არყი, ვერხვი, იფანი, ცირცელი, მაღალმთის ნეკერჩხალი, მაღალმთის მუხა, პატარა თელადუმა, შიშველი თელადუმა და სხვა.

გარდა ამისა, ყაზბეგის ეროვნულ პარკში გავრცელებულია იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი და საქართველოს „წითელ ნუსხაში" შეტანილი სახეობები: აღმოსავლეთ-კავკასიური ჯიხვი, არჩვი, მურა დათვი, ფოცხვერი, ტყის კვერნა, ტყის კატა, კურდღელი, ციყვი, მთის არწივი, ორბი, ბატკანძერი, კავკასიური როჭო და კავკასიური შურთხი.

ყაზბეგის ეროვნული პარკი მაღალმთიანია. მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დოდან 1400 მ-ზე მდებარეობს.

ყაზბეგის ეროვნული პარკი საქართველოს დაცულ ტერიტორიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ადგილია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში