საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ევროპის ბუნებისდაცვითი ორგანიზაციის მოთხოვნა საქართველოს - დაიცვას მდინარეები ჰესებისგან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:27 - 19 მაისი 2020 hits 7108

ევროპის მთავარმა ბუნებისდაცვითმა ორგანიზაციამ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, დაიცვას მდინარეები დაუგეგმავი ჰესების მშენებლობისგან. „ევროპის ველური ბუნების და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ“ (ბერნის) კონვენციის მმართველი ორგანო საქართველოსგან მთავრობისგან ითხოვს დიდი მდინარეები ქვეყნის ბუნებისდაცვითი ტერიტორიების ქსელში – „ზურმუხტის ქსელში“ შეიყვანოს.

ბერნის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის ბიურომ ეს გადაწყვეტილება მიიღო 7-8 აპრილს გამართულ შეხვედრაზე, სადაც ერთხელ კიდევ განიხილა „მწვანე ალტერნატივას“  საჩივარი, რომელიც „ბალკანეთის ველური ბუნების საზოგადოებასთან“ (Balkani Wildlife Society) ერთად მომზადდა და ბერნის კონვენციას 2016 წელს წარედგინა. მაშინ საქართველოს მთავრობამ „ზურმუხტის საიტების“ კანდიდატების სიიდან ამოიღო „სვანეთი 1“, რადგან იმ ტერიტორიაზე ნენსკრა ჰესის აშენება გადაწყვიტა. საქართველოს ხელისუფლება საჩივრის დახურვას ითხოვდა, თუმცა ბიურომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 

ბერნის კონვენციამ გაიზიარა „მწვანე ალტერნატივას“ არგუმენტები, რომ საქართველოში „ზურმუხტის ქსელის საიტების“ რაოდენობა და ფართობი შემცირებულია, ბუნებისდაცვითი ტერიტორიებიდან ამოღებულია ადგილები, სადაც იგეგმება ჰიდროელექტროსადგურების აშენება, დიდი მდინარეები დაუცველია და ეს ყველაფერი განპირობებულია  ჰიდროენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმის არარსებობით.

მაგალითად, მდინარე რიონი ვერ მოხვდა საქართველოს „ზურმუხტის ქსელში“, ისევე როგორც ის ვერ მოხვდა რაჭის ეროვნული პარკისა და აღკვეთილის ფართობში, რომლის შექმნაც იგეგმება, რადგან ხელისუფლებამ ონისა და ნამახვანის ჰესების კასკადების აშენება გადაწყვიტა. 

ბერნის კონვენციის წევრი საქართველო 2002 წელს გახდა. კონვენციის წევრი ქვეყნების ვალდებულებაა, საკუთარ ტერიტორიებზე ჩამოაყალიბონ „სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე არეალებისგან შემდგარი ბუნებისდაცვითი ქსელი – „ზურმუხტის ქსელი“. ქსელის მიზანია ევროპის მასშტაბით მნიშვნელოვანი სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს შენარჩუნება. „ზურმუხტის ქსელის“ ჩამოყალიბების ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებითაც აქვს. ის 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

„მწვანე ალტერნატივა“ იმედს იტოვებს, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბერნის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის ბიუროს გადაწყვეტილებას უპირობოდ შეასრულებს, ხოლო პროცესს გახდის გამჭვირვალეს და ჩართავს დაინტერესებულ საზოგადოებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ამ თემაზე:

რაჭას ჰესების კასკადი კი არა, დიდი ეროვნული პარკი ესაჭიროება - WWF-ის კავკასიის ოფისი

რატომ ითხოვს „მწვანე ალტერნატივა“ ნამახვანის ჰესების მშენებლობაზე ნებართვის გაუქმებას

რა საფრთხეს უქმნის ონის ჰესების კასკადი უწერას მინერალურ წყლებს

მდინარე რიონი დაცულ ტერიტორიებში ვერ მოხვდა - ვის ინტერესებს ეწირება რაჭის ბუნება

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში