საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ნიკორწმინდის ტაძრის სრული რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება

11:47 - 28 ივლისი 2017 hits 2810

ნიკორწმინდის ტაძარს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოები ეტაპობრივად წარიმართება. ტაძრის რეაბილიტაციისთვის 1 247 000 ლარია გამოყოფილი.

2017 წელს, ტაძრის ფასადის ქვის, სამრეკლოსა და კედლის მხატვრობის რესტავრაცია დაიწყება. შესრულდება ელექტრო-სამონტაჟო, ინტერიერში ნალესობისა და ფერწერის რესტავრაციის, ასევე, მეხამრიდის და დამიწების კონტურის მოწყობის სამუშაოები.

რაჭაში მდებარე ნიკორწმინდის გუმბათოვანი ტაძარი ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრია და მე-11 საუკუნით თარიღდება. ძეგლს არსებობის განმავლობაში დიდი ცვლილებები არ განუცდია. გუმბათი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი.

ნიკორწმინდის ტაძარს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში