საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

გუდაურში საბაგიროს ყველაზე მაღალ წერტილზე საკონფერენციო ცენტრი აშენდება

15:28 - 14 მარტი 2017 hits 6491

გუდაურში, საბაგიროს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე 360-გრადუსიანი ხედის საკონფერენციო ცენტრი აშენდება, - ამ ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოვიდა.

პრემიერის განცხადებით, საკონფერენციო ცენტრი უნდა აშენდეს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე, სადამდეც გუდაურის საბაგირო მივა. მშენებლობისთვის შესაბამისი ადგილის შერჩევა პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს დაავალა.

კვირიკაშვილის თქმით, საკონფერენციო ცენტრის პროექტი ევროპული ანალოგების მაგალითზე განხორციელდება, რომლებიც წარმატებით, მთელი წლის განმავლობაში, თითქმის 365-დღიანი დატვირთვით მუშაობს.

პრემიერის შეფასებით, გუდაურში მსგავსი სივრცის არსებობა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას.

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პროექტით კერძო სექტორის დაინტერესების შემთხვევაში, განიხილება წინადადებები საინვესტიციო პარტნიორობის თაობაზე.

სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, თბილისიდან 120 კილომეტრში მდებარეობს.

სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. გუდაურში 4 სირთულის 22 სათხილამურო ტრასაა. კურორტზე სულ 15 საბაგირო ფუნქციონირებს: 1 გონდოლას ტიპის, 7 სკამებიანი, 4 საჩოჩიალო, 3 მოძრავი ხალიჩა. ტრასების საერთო სიგრძე 70 კილომეტრია. ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან არის საძელე - 3279 მეტრზე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში