საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

თუშეთის დაცულ ლანდშაფტში ხე-ტყის დამზადების სპეციალური წესები ამოქმედდება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:43 - 14 დეკემბერი 2016 hits 5041

2017 წლის 1 იანვრიდან თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ხე-ტყის რესურსის მოპოვების სპეციალური წესი ამოქმედდება. შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში შევიდა.

დაცულ ლანდშაფტში ფიზიკური ან იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველყოფისათვის სპეციალურ ჭრებს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა განახორციელებს, რომელიც ხე-ტყის დამზადებას და ტრანსპორტირებას უშუალოდ ან სახელმწიფო შესყიდვის მეშვეობით მოახდენს.

სპეციალური ჭრით დამზადებული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და საშეშე მერქანი გამგეობის მიერ გამოყოფილ სპეციალურ ადგილებზე დასაწყობდება.

დასაწყობებული ხე-ტყიდან I ხარისხის მერქანი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გადაეცემათ განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან უნდა დაერთოს შესაბამისი შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი ან/და მშენებლობის ნებართვა, ხოლო რემონტის შემთხვევაში − ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები. რაც შეეხება საშეშე მერქანს, იგი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მხოლოდ განცხადების საფუძველზე გადაეცემათ.

მერქნის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირები, რესურსით სარგებლობის მოსაკრებელისა და ტყის დამზადების ბილეთის საფასურთან ერთად, ასევე გადაიხდიან ხე-ტყის დამზადების საფასურსაც, რომლის ოდენობაც ახმეტის მუნიციპალიტეტმა უნდა განსაზღვროს.

აღსანიშნავია, რომ გამგეობის მიერ სპეციალური ჭრებით დამზადებული ხე-ტყის გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ თუშეთის დაცული ლანდშაფტის, თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში