საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ლევან ბერძენიშვილი ► „ამბრნი, უმბრნი და არაბნი“ | გადაცემა „მთა და ლიტერატურა“

13:33 - 19 ოქტომბერი 2017 hits 18913

ნაირა გელაშვილის - „ამბრნი, უმბრნი და არაბნი“ ქართული ლიტერატურის ისეთი შედევრია, რომელსაც მრავალგზის გამოქვეყნება „ემუქრება“.

ეს არის ბრწყინვალე ნაწარმოები, რომელიც ერთდროულად, ორნაირად, გვეხება. უპირველეს ყოვლისა, ეს არის მთაზე დაწერილი ნაწარმოები, ვინაიდან, მოქმედების ძირითადი ნაწილი შატილში ხდება; ამავე დროს, ეს არის მთასავით მაღალი სულიერი ძალის ნაწარმოები.

ამ ნაწარმოებში, ქალაქელმა კაცმა საკუთარი თავი პირველად და უკანასკნელადაც დაინახა სხვა ადგილას, სხვა სივრცეში - შატილში. ათენგენობაზე, სადაც ჩვენი კაცისთვის საინტერესო არაფერი ხდებოდა, ცა გაიხსნა და ახალი სამყარო გამოჩნდა - აქ სიყვარულის ამბები იწყება!

სწორედ შატილში, მთაში, რომელიც ყველაზე ნამდვილი პერსონაჟია ამ ნაწარმოებში, ცხოვრებისგან დაღლილი კაცი ხედავს თავის თავსაც, თავის სიყვარულსაც და საფრთხესაც... ამბრნი, უმბრნი და არაბნი კი სატანის არმიაა, არმია, რომელიც სიყვარულის წინააღმდეგ იბრძვის.

„წარმოიდგინეთ, შეშფოთებული, სიყვარულით შეშინებული კაცი, რომელმაც არ იცის რა უყოს ამ გრძნობას. ერთადერთი გამოსავალი ისღაა, რომ დიდი სიყვარული აღარ არის. ჩვენი კაცი მზად არ აღმოჩნდა ებრძოლა ამოდენა სიყვარულისთვის, რომელიც ისე ერგო, თითქოს არც ეკუთვნოდა. მაგრამ, ჩვენ ხომ ვიცით, დედამიწის ზურგზე ჯერ არ დაბადებულა ადამიანი, რომელსაც სიყვარული არ ეკუთვნის.“

ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა - „მთა და ლიტერატურა“

ყოველკვირეული გადაცემა, მთასთან დაკავშირებული ავტორების, მათი ნაწარმოებების და პერსონაჟების შესახებ. გადაცემის ყოველი ახალი ჩანაწერი ხუთშაბათობით, ვებგვერდ - Mtisambebi.ge-ზე გამოქვეყნდება. მისი მოსმენა პანკისის სათემო რადიო WAY-ის მსმენელებსაც შეეძლებათ ყოველ შაბათს, 18:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

თავში