- რეპორტიორი - ხელფასი 3000 ლარამდე. ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით;
- მემონტაჟე/გრაფიკოსი - ხელფასი 3000 ლარამდე. ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით. დისტანციურად მუშაობა ან მომსახურების გაწევა არ განიხილება;
- აზერბაიჯანულენოვანი რეპორტიორი/თარჯიმანი - ხელფასი 2000 ლარი.
- ინგლისურენოვანი რეპორტიორი/თარჯიმანი - ხელფასი 2500 ლარი;
- სოციალური მედიის მენეჯერი - ხელფასი 2500 ლარი;
- მძღოლი/ასისტენტი - ხელფასი 2500 ლარამდე;
- სტაჟიორი (ვიდეოოპერატორის, რეპორტიორის, პროექტების მენეჯერის ასისტენტის პოზიციებზე) - ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის უნარების გათვალისწინებით;
ყველა პოზიციაზე ხელფასი მითითებულია გადასახადების ჩათვლით.
***
დამატებითი ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ყოველთვიური ულიმიტო სასაუბრო პაკეტი (მხოლოდ ზოგიერთ პოზიციაზე);
- ტრენინგებსა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობით პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
- ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობა.
რეპორტიორი
ძირითადი მოვალეობები: საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ახალი ამბების, მულტიმედია რეპორტაჟების, სიღრმისეული და მოკვლევითი მასალების მომზადება, საგამოძიებო და დოკუმენტური ფილმების შექმნის პროცესში მონაწილეობა; ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; ინფორმაციის გამოთხოვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან, საინტერესო და საეჭვო ფაქტების გამოვლენა და შესწავლა.
მოთხოვნები: რეპორტიორად ეთიკურ მედიაში მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება; უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; თხრობისა და წერის კარგი უნარები; მულტიმედია წარმოების გამოცდილება; სოციალური მედიის ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა; მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
მემონტაჟე-გრაფიკოსი
ძირითადი მოვალეობები: საქართველოს ამბებისთვის/მთის ამბებისთვის სიუჟეტების, რეპორტაჟების, გადაცემების მონტაჟი; ნაკლებად გამოცდილი თანამშრომლების ინსტრუქტაჟი.
მოთხოვნები: მემონტაჟედ მედიაში მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება; შემოქმედებითი ხედვა; გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ; სამონტაჟო პროგრამა Adobe Premiere Pro-ს კარგი ცოდნა; გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Photoshop, Illustrator, Premiere Pro); ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); კრეატიულობა, ენერგიულობა; ეფექტური კომუნიკაციის უნარები.
აზერბაიჯანულენოვანი რეპორტიორი/თარჯიმანი
ძირითადი მოვალეობები: საქართველოს ამბების აზერბაიჯანულენოვანი გამოცემისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ახალი ამბების, მულტიმედია რეპორტაჟების მომზადება ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე; ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; სხვა რეპორტიორების მიერ ქართულად მომზადებული მასალების თარგმნა/რედაქტირება აზერბაიჯანულ ენაზე.
მოთხოვნები: ქართული და აზერბაიჯანული ენების სრულყოფილად ცოდნა (სასაუბრო, წერითი, თარგმანი); უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; მედიაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია); საქართველოს ამბები მზად არის შერჩეულ კანდიდატს დაეხმაროს ჟურნალისტური უნარების განვითარებაში, როგორიცაა თხრობის, წერისა და გადაღების ტექნიკები.
ინგლისურენოვანი რეპორტიორი/თარჯიმანი
ძირითადი მოვალეობები: საქართველოს ამბების ინგლისურენოვანი გამოცემისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ახალი ამბების, მულტიმედია რეპორტაჟების, ანალიტიკური და საგამოძიებო მასალების მომზადება ქართულ-ინგლისურ ენებზე; ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; სხვა რეპორტიორების მიერ ქართულად მომზადებული მასალების თარგმნა/რედაქტირება ინგლისურ ენაზე.
მოთხოვნები: ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა (სასაუბრო, წერითი, თარგმანი); უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; მედიაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია); საქართველოს ამბები მზად არის შერჩეულ კანდიდატს დაეხმაროს ჟურნალისტური უნარების განვითარებაში, როგორიცაა თხრობისა და წერის ტექნიკები.
სოციალური მედიის მენეჯერი
ძირითადი მოვალეობები: სოციალური ქსელებისთვის (Facebook, YouTube, Instagram, X, Tik-tok) კონტენტის შექმნა, ორგანიზაციის გვერდებისა და არხის მართვა, მომხმარებლებთან უკუკავშირის უზრუნველყოფა; სოციალურ ქსელებში (Facebook, YouTube, Instagram, X, Tik-tok) ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალების პოპულარიზაცია სხვადასხვა ფორმით; ონლაინ გამოკითხვების ჩატარება, დისკუსიების გახსნა და კომენტარების მოდერაცია; სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი.
მოთხოვნები: ინგლისური ენის კარგი ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); სოციალური პლატფორმების (Facebook, YouTube, Instagram, X, Tik-tok) მართვისა და აუდიტორიის კვლევის ცოდნა; გამართული მეტყველებისა და წერის უნარები; გრაფიკული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Photoshop, Illustrator, Premiere Pro); მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მიიჩნევა უპირატესობად); გუნდური მუშაობის უნარი.
მძღოლი/პროექტის კოორდინატორის ასისტენტი
ძირითადი მოვალეობები: კომპანიის კუთვნილი ავტომობილით თანამშრომლებისა და პროექტთან დაკავშირებული სხვა პირების ტრანსპორტირება თბილისსა და რეგიონებში; ავტომობილის გამართული ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი; ავტომობილის მოვლა, სისუფთავეზე ზრუნვა; საწვავის ხარჯის აღრიცხვა და ტრანსპორტირების უწყისის შევსება; გადამღები ჯგუფების და პროექტის კოორდინატორის დახმარება საველე და საოფისე სამუშაოებში.
მოთხოვნები: ავტომობილის მართვის B კატეგორია; ავტომობილის მართვის სრულყოფილი უნარი (აუცილებელია); სულ მცირე სამწლიანი პრაქტიკული და ინტენსიური გამოცდილება (სავალდებულოა); მოძრაობის წესებისა და საავტომობილო გზების კარგი ცოდნა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში (აუცილებელია); კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ტექნიკასთან მუშაობის სწრაფად ათვისების უნარები;
***
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და თქვენს მიერ ბოლო ერთ წელში გადაღებული, დამონტაჟებული, შექმნილი 2 ჟურნალისტური ნამუშევრის ბმული (სიუჟეტი, რეპორტაჟი ან სხვა) მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 10 იანვარი. გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, ონლაინგასაუბრება ჩაინიშნოს მითითებული ვადის ამოწურვამდე.
„საქართველოს ამბები“ (https://georgiannews.ge/) დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. „საქართველოს ამბებს“ ეკუთვნის „მთის ამბები“ (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედიარესურსი საქართველოში. „მთის ამბები“ ქმნის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის პირველ პრეცედენტს ქვეყანაში, ბოლომდე მიჰყვება თემებს და ცდილობს, თავისი ჟურნალისტური საქმიანობითა და აქტიური სამოქალაქო მობილიზებით, მოქალაქეებთან ერთად დაწყებული ადვოკატირების კამპანიებით ცვლილებები გამოიწვიოს.