„ვაჟაობაზე“, ტრადიციულად, სპორტული და კულტურული ღონისძიებები ჩატარდება. მათ შორის: ფოლკლორული კონცერტი, სპორტული თამაშობები, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, ჭიდაობა და დოღი.
ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ეზოში გაიხსნება ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ვაჟა-ფშაველას პირადი ნივთების, ხელნაწერებისა და უნიკალური ფოტოების გამოფენა.
მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, გამგებლის წარმომადგენლის, როლანდ ზურაბაშვილის თქმით, ამ დროისთვის ჩარგალში 400-დან 500-მდე ადამიანია შეკრებილი.
„ზუსტად არ ვიცი რომელ საათზე დაიწყება ღონისძიებები, თავიდან თქვეს 12-ზე, შემდეგ გადაიტანეს“, - აღნიშნავს როლანდ ზურაბაშვილი.
სახალხო დღესასწაულზე ტრადიციულად გაიმართება დოღი „ვაჟაობის მხედარი“. 15:00 საათზე კი ამფითეატრში დაგეგმილია გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული ჯგუფები, ჯაზ-ფოლკ ბენდი, ანსამბლი „ალილო“ და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“.