მარტოკაცი ლიქოკის ხეობიდან – კვდება ეს კუთხე, აქ ვინც დარჩა, აღარ ოჯახდება
14:11 - 21 აპრილი 2018„გაღმა გზა რომ მიდის, ხომ ხედავთ, სოფელი არ ჩანს, მაგრამ მანდ არის ქობულო. მთის იქით, ნასოფლარია - მაღრანი. იქიდან 4 კილომეტრში არის აკუშო. ახლა მხოლოდ აკუშოშია ორი მოსახლე. ადრე ბევრი იყო ხალხი. აგე, მანდ, ქობულოში ვცხოვრობდით, მანდ გავიზარდე.