შოვში დაკარგულებს შორის არის ანსამბლ „ბუბას“ წევრი გენადი სულთანიშვილი
17:16 - 07 აგვისტო 2023კურორტ შოვის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაკარგულებს შორის არის რაჭის ანსამბლ „ბუბას“ წევრი გენადი სულთანიშვილი. ოჯახის წევრებმა „მთის ამბებს“ დაუდასტურეს, რომ 3 აგვისტოს შემდეგ ის არ უნახავთ და ვერც კავშირზე გავიდნენ. გენადი სულთანიშვილი კოტეჯების სასადილოში მზარეულად მუშაობდა.