სპეკულაციაა, თითქოს ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს - კობახიძე დავით ჯელაძის მონათხრობზე
13:48 - 14 აგვისტო 2023პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სპეკულაცია უწოდა ღვარცოფს გადარჩენილი დავით ჯელაძის მონათხრობს იმის შესახებ, შოვში, სტიქიის ზონის შუაგულიდან, წელამდე ტალახში ჩაფლულმა, ხოხვით როგორ შეძლო მისი ერთ-ერთი დისშვილის, 6 წლის მაშოს გადაყვანა ღვარცოფის მეორე მხარეს, შედარებით უსაფრთხო ადგილას.