ხიდი მდინარეზე კი არა, მდინარეში - 600 ათასი ლარი საფეხმავლო ხიდისთვის
21:18 - 12 იანვარი 2024მთიულეთში, ნაღვარევის მოპირდაპირე მხარეს, გვიდაქეს ხევში ახალაშენებული ხიდი დგას, ოღონდ ხიდი მდინარეზე კი არ არის გადებული, მდინარეში იწყება და მდინარეშივე მთავრდება. საფეხმავლო ხიდის მშენებლობა 2 წელია რაც დასრულდა.