საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ვაკანსია რედაქტორის პოზიციაზე - მთის ამბები / რეგინფო

22:47 - 31 მაისი 2019 hits 1351

საინფორმაციო ცენტრების ქსელი პროექტებისთვის მთის ამბები / რეგინფო აცხადებს ვაკანსიას რედაქტორის პოზიციაზე თბილისის ოფისში. ანაზღაურება - 2500 ლარი (გადასახადების ჩათვლით).

მოთხოვნები: ჟურნალისტად/რედაქტორად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია ახალ მედიაში); უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; თხრობისა და წერის კარგი უნარები; მულტიმედია წარმოების გამოცდილება; სოციალური მედიის ცოდნა; ციფრული აუდიტორიის ანალიზის გამოცდილება; ინგლისური ენის ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები: ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; ახალი ამბების, გრძელვადიანი თემების მოძიება, ყოველდღიურად და ყოველკვირეულად პრიორიტეტული თემებისა და საკითხების შერჩევა; წინასწარი დაგეგმვა: კორესპონდენტებისა და მოქალაქე–რეპორტიორების მართვა - ინფორმაციის მიღება, ახალი ამბების დაგეგმვა, დავალებების მიცემა, თანამშრომლების ინსტრუქტაჟი; მულტიმედია მასალების რედაქტირება და დახვეწა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. სამოტივაციო წერილის გარეშე განაცხადი არ განიხილება. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 ივნისი. შერჩეულ პირებს საინფორმაციო ცენტრების ქსელი თავად დაუკავშირდება და მიიწვევს გასაუბრებაზე.

www.mtisambebi.ge და www.reginfo.ge საინფორმაციო ცენტრების ქსელის პროდუქტებია, რომლის მუშაობასაც მხარს უჭერენ ღია საზოგადოების ფონდი და დოიჩე ველე აკადემია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში