საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ვაკანსია ოპერატორი/მემონტაჟის პოზიციაზე – მთის ამბები, რეგინფო

22:38 - 03 აპრილი 2019 hits 1679

საინფორმაციო ცენტრების ქსელი პროექტებისთვის მთის ამბები / რეგინფო აცხადებს ვაკანსიას ოპერატორი/მემონტაჟის პოზიციაზე თბილისის ოფისში. ანაზღაურება - 1500 ლარი (გადასახადების ჩათვლით).

მოთხოვნები: შემოქმედებითი ხედვა; გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ; სამონტაჟო პროგრამა Adobe Premiere Pro-ს კარგი ცოდნა; ოპერატორ-მემონტაჟედ მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ავტომობილის მართვის B კატეგორია და მართვის გამოცდილება (მიიჩნევა უპირატესობად); კრეატიულობა, ენერგიულობა; ეფექტური კომუნიკაციის უნარები.

ძირითადი მოვალეობები: საქართველოს რეგიონებში, მათ შორის მაღალმთიან დასახლებებში, როგორიცაა თუშეთი, ხევსურეთი, ფშავი, მთიულეთი, ხევი, თრიალეთი, ჯავახეთი, მთიანი აჭარა, რაჭა – ლეჩხუმი და სვანეთი სიუჟეტების, რეპორტაჟების გადაღების დაგეგმვა, გადაღება, მონტაჟი. საჭიროებისამებრ გადაცემების ჩაწერა საველე პირობებში.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV და 2 ნამუშევრის ბმული მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 10 მაისი. არასრული განაცხადები არ განიხილება. შერჩეულ პირებს საინფორმაციო ცენტრების ქსელი თავად დაუკავშირდება და მიიწვევს გასაუბრებაზე.

www.mtisambebi.ge და www.reginfo.ge საინფორმაციო ცენტრების ქსელის პროდუქტებია, რომლის მუშაობასაც მხარს უჭერენ ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) და დოიჩე ველე აკადემია (DW Akademie).

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში