საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

      

„მთის ამბები“ აცხადებს ვაკანსიებს

15:57 - 04 იანვარი 2022 hits 4029

„მთის ამბები“ აცხადებს ვაკანსიებს მულტიმედია რეპორტიორის, სოციალური მედიის მენეჯერის, ვიდეოოპერატორისა და მძღოლი/პროექტის კოორდინატორის ასისტენტის პოზიციებზე.

მულტიმედია რეპორტიორი

მოთხოვნები: ჟურნალისტად მუშაობის 1-3 წლიანი გამოცდილება (სასურველია ახალ მედიაში); უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; თხრობისა და წერის კარგი უნარები; მულტიმედია წარმოების გამოცდილება; სოციალური მედიის ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები: საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე რეპორტაჟების, სიღრმისეული და მოკვლევითი მასალების მომზადება; ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; ინფორმაციის გამოთხოვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან, საინტერესო და საეჭვო ფაქტების გამოვლენა და შესწავლა.

ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად, 1500-3000 ლარის ფარგლებში (გადასახადების ჩათვლით);

სამუშაო ადგილი - თბილისის ოფისი;

სამუშაო დრო - კვირაში 5 დღე.

სოციალური მედიის მენეჯერი

მოთხოვნები: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); სოციალური პლატფორმების (Facebook, YouTube, Instagram, Twitter) მართვისა და აუდიტორიის კვლევის ცოდნა; გამართული (სასურველია შემოქმედებითი) წერის უნარი; გრაფიკული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Photoshop, Illustrator, Premiere Pro); მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მიიჩნევა უპირატესობად); გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები: სოციალურ ქსელებში (Facebook, YouTube, Instagram) ორგანიზაციის გვერდებისა და არხის მართვა, პოპულარიზაცია; ICN-ის ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალების პოპულარიზაცია სხვადასხვა ფორმით; ფეისბუკისა და ინსტაგრამის გვერდებისთვის ადაპტირებული კონტენტის შექმნა; ონლაინ გამოკითხვების ჩატარება, დისკუსიების გახსნა და კომენტარების მოდერაცია; სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი.

ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად, 1500-2500 ლარის ფარგლებში (გადასახადების ჩათვლით);

სამუშაო ადგილი - თბილისის ოფისი;

სამუშაო დრო - კვირაში 5 დღე.

ვიდეოოპერატორი

მოთხოვნები: ოპერატორად მუშაობის 1-3 წლიანი გამოცდილება; შემოქმედებითი ხედვა; გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ; სამონტაჟო პროგრამა Adobe Premiere Pro-ს კარგი ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); კრეატიულობა, ენერგიულობა; გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები: აქტუალურ საკითხებზე სიუჟეტების, რეპორტაჟების დაგეგმვა, გადაღება. საჭიროებისამებრ გადაცემების ჩაწერა საველე პირობებში და ვიდეომასალების მონტაჟი.

ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად, 2000-3000 ლარის ფარგლებში (გადასახადების ჩათვლით);

სამუშაო ადგილი - თბილისის ოფისი;

სამუშაო დრო - კვირაში 5 დღე.

მძღოლი/პროექტის კოორდინატორის ასისტენტი

მოთხოვნები: ავტომობილის მართვის B კატეგორია; ავტომობილის მართვის სრულყოფილი უნარი (აუცილებელია); სულ მცირე სამწლიანი პრაქტიკული და ინტენსიური გამოცდილება (აუცილებელია); მოძრაობის წესებისა და საავტომობილო გზების კარგი ცოდნა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით მთაში (აუცილებელია); კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ძირითადი მოვალეობები: კომპანიის კუთვნილი ავტომობილით პროექტის თანამშრომლების ტრანსპორტირება თბილისსა და რეგიონებში; ავტომობილის გამართული ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი; ავტომობილის მოვლა; საწვავის ხარჯის აღრიცხვა და ტრანსპორტირების უწყისის შევსება; პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დაგეგმვაში, ორგანიზებასა და შესრულებაში მონაწილეობა / კოორდინატორის დახმარება; „მთის ამბების“ (Mtisambebi.ge) საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა.

ანაზღაურება - 1500 ლარი (გადასახადების ჩათვლით);

სამუშაო ადგილი - თბილისის ოფისი;

სამუშაო დრო - კვირაში 5-6 დღე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 იანვარი. გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. გასაუბრება გაიმართება კონკურსის მიმდინარეობისას ან/და დასრულებისთანავე. სამუშაოს დაწყება არაუგვიანეს 1-ელი თებერვლისა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში