საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

      

„მთის ამბები“ აცხადებს ვაკანსიებს

23:28 - 07 ნოემბერი 2021 hits 4779

საინფორმაციო ცენტრების ქსელი [ICN] პროექტისთვის „მთის ამბები“ თბილისის ოფისში, სრული სამუშაო დატვირთვით აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

  • ვიდეოოპერატორი / მემონტაჟე - 2500 ლარი;
  • ინგლისურენოვანი რეპორტიორი / თარჯიმანი - 2100 ლარი;
  • მულტიმედია რეპორტიორი - 2000 ლარი;
  • სოციალური მედიის მენეჯერი - 2000 ლარი;
  • პროექტის კოორდინატორის ასისტენტი/მძღოლი - 1500 ლარი;

(ხელფასი მითითებულია გადასახადების ჩათვლით).

გაეცანით თითოეული პოზიციის მიხედვით მოთხოვნებისა და ძირითადი მოვალეობების მოკლე აღწერას:

ვიდეოოპერატორი-მემონტაჟე

მოთხოვნები: ოპერატორ/მემონტაჟედ მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება; შემოქმედებითი ხედვა; გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ; სამონტაჟო პროგრამა Adobe Premiere Pro-ს კარგი ცოდნა; სოციალური მედიის ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); კრეატიულობა, ენერგიულობა; ეფექტური კომუნიკაციის უნარები.

ძირითადი მოვალეობები: Mtisambebi.ge-თვის აქტუალურ საკითხებზე სიუჟეტების, რეპორტაჟების გადაღების დაგეგმვა, გადაღება, მონტაჟი. საჭიროებისამებრ გადაცემების ჩაწერა საველე პირობებში.

 

ინგლისურენოვანი რეპორტიორი/თარჯიმანი

მოთხოვნები: აუცილებელია კანდიდატმა კარგად იცოდეს ქართული ენა და სრულყოფილად ფლობდეს ინგლისურ ენას (სასაუბრო, წერითი, თარგმანი). ICN მზადაა შერჩეულ კანდიდატს დაეხმაროს ჟურნალისტური უნარების შეძენა-განვითარებაში, როგორიცაა თხრობის, წერისა და გადაღების ტექნიკები. პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს მულტიმედია წარმოების გამოცდილება (გადაღებისა და მონტაჟის უნარები); სოციალური მედიის ცოდნა; ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება; უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში.

ძირითადი მოვალეობები: „მთის ამბების“ ინგლისურენოვანი გამოცემისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ახალი ამბების, მულტიმედია რეპორტაჟების მომზადება ქართულ-ინგლისურ ენებზე; ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; სხვა რეპორტიორების მიერ ქართულად მომზადებული მასალების თარგმნა/რედაქტირება ინგლისურ ენაზე.

 

მულტიმედია რეპორტიორი

მოთხოვნები: ჟურნალისტად მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია ახალ მედიაში); უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; თხრობისა და წერის კარგი უნარები; მულტიმედია წარმოების გამოცდილება; სოციალური მედიის ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები: საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე რეპორტაჟების, სიღრმისეული და მოკვლევითი მასალების მომზადება; ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; ინფორმაციის გამოთხოვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან, საინტერესო და საეჭვო ფაქტების გამოვლენა და შესწავლა; მოქალაქე-რეპორტიორების მართვა, დატრენინგება და ინსტრუქტაჟი.

 

სოციალური მედიის მენეჯერი

მოთხოვნები: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); სოციალური პლატფორმების (Facebook, YouTube, Instagram, Twitter) მართვისა და აუდიტორიის კვლევის ცოდნა; გამართული (სასურველია შემოქმედებითი) წერის უნარი; გრაფიკული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Photoshop, Illustrator, Premiere Pro); მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მიიჩნევა უპირატესობად); გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები: სოციალურ ქსელებში (Facebook, YouTube, Instagram) ორგანიზაციის გვერდებისა და არხის მართვა, პოპულარიზაცია; ICN-ის ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალების პოპულარიზაცია სხვადასხვა ფორმით; ფეისბუქის და ინსტაგრამის გვერდებისთვის ადაპტირებული კონტენტის შექმნა; ონლაინ გამოკითხვების ჩატარება, დისკუსიების გახსნა და კომენტარების მოდერაცია; სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი.

 

პროექტის კოორდინატორის ასისტენტი / მძღოლი

მოთხოვნები: ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარები; ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); მაღალმთიანი რეგიონების სპეციფიკის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); შემოქმედებითი ხედვა; ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); ავტომობილის მართვის B კატეგორია; ავტომობილის მართვის სრულყოფილი უნარი (აუცილებელია); სულ მცირე სამწლიანი პრაქტიკული და ინტენსიური გამოცდილება (აუცილებელია); მოძრაობის წესებისა და საავტომობილო გზების კარგი ცოდნა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით მთაში (აუცილებელია); კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ძირითადი მოვალეობები: პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დაგეგმვაში, ორგანიზებასა და შესრულებაში მონაწილეობა / კოორდინატორის დახმარება (რეგიონებში მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრების ჩატარება; პრობლემების კვლევა, ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება; ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება); თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა; ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის მონიტორინგი; „მთის ამბების“ (Mtisambebi.ge) საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა; კომპანიის კუთვნილი ავტომობილით პროექტის თანამშრომლების ტრანსპორტირება თბილისსა და რეგიონებში; ავტომობილის გამართული ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი; ავტომობილის მოვლა; საწვავის ხარჯის აღრიცხვა და ტრანსპორტირების უწყისის შევსება.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 20 ნოემბერი. გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. გასაუბრება გაიმართება კონკურსის მიმდინარეობისას ან/და დასრულებისთანავე. სამუშაოს დაწყება მაქსიმუმ 1-ლი დეკემბრიდან.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში