საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„მთის ამბების“ კამპანიების კოორდინატორის ვაკანსია

21:24 - 13 ოქტომბერი 2021 hits 4126

„მთის ამბები“ ეძებს მოტივირებულ ადამიანს, რომელიც კოორდინაციას გაუწევს „მთის ამბების“ მიმდინარე თუ დაგეგმილ საქველმოქმედო და ადვოკატირების კამპანიებს. სამუშაო ადგილი - თბილისის ოფისი, სრული დატვირთვით.

დასასრულებელია შემდეგი კამპანიები:

  • #ჭიკაიძეებისოჯახისთვის - კამპანიის მიზანია ფშავის სოფელ ხომში ცელოფნის ქოხში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 2021 წლის ბოლომდე.
  • #მარტოკაცებისფონდი - დაზამთრებამდე „მთის ამბების“ მარტოკაცები და მარტოქალები სრულად უნდა უზრუნველვყოთ 6 თვის მარაგით - საკვები პროდუქტებით და პირველადი დანიშნულების მედიკამენტებით;
  • #ხევსურეთისბილიკები - პროექტის მიხედვით მოსანიშნი და დასამარკია, საინფორმაციო მანიშნებლებია დასაყენებელი გუდამაყრისა და ხევსურეთის (ბაკურხევი-ჩირდილის) ტურისტულ მარშრუტზე;
  • #ინტერნეტიმთისსოფლებს - რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის სოფლების ინტერნეტიზაციის მიზნით დასასრულებელია იმ სოფლების და მოსახლეობის აღწერა, სადაც სატელეფონო კავშირი და ინტერნეტი საერთოდ არ არის;
  • #გადავარჩინოთკოშკებისსოფელი - განსახორციელებელია დაგეგმილი აქტივობები მესტიის სოფელ მულახში კულტურული მემკვიდრეობის, კოშკებისა და მაჩუბების გადასარჩენად;
  • #საზღვრისპირასოფლებისგასაცოცხლებლად - კამპანიის მიზანია პირიქითა ხევსურეთის საზღვრისპირა სოფლებში საცხოვრებლად დაბრუნებული ადამიანების მხარდაჭერა - ვინც მამაპაპისეულ სახლებს ტრადიციული წესით აღადგენს, გადახურვისათვის დაფინანსების მოძიება;
  • #ეკოსოფლები - დაწყებული გვაქვს მუშაობა ხევსურეთის სოფლების - ხახაბოს, ანდაქისა და არჭილოს ეკოსოფლებად, ეკომუზეუმად ქცევისათვის, შესაბამისი სტატუსის მოსაპოვებლად და ეკოსოფლების საერთაშორისო ქსელში გასაწევრიანებლად;
  • ასევე, დასამთავრებელია რაჭველი ექთნის (31 წლის ექთანი ბიჭი - რაჭის სოფლის სასწრაფო და მაშველი); ელო ბებოს (მთაში დარჩენილი მოხუცის განაჩენი - მარტოქალი ბზიკურთკარიდან); ალექსანდრე წოწკოლაურის (11 წლის ალექსანდრეს დისტანციური განათლების ქოხი) მხარდამჭერი კამპანიები.

მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარები; ინგლისური ენის კარგი ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); მაღალმთიანი რეგიონების სპეციფიკის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; ავტომობილის მართვის B კატეგორია და მართვის კარგი გამოცდილება (მიიჩნევა უპირატესობად); გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები.

ძირითადი მოვალეობები: გათვალისწინებული აქტივობების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულება; (რეგიონებში სამუშაო შეხვედრების ჩატარება; პრობლემების კვლევა, ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება; ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება); მთის სათემო ორგანიზაციებთან მჭიდრო კომუნიკაცია; „მთის ამბების“ (Mtisambebi.ge) საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა.

საწყისი ანაზღაურება - 1500 ლარი (გადასახადების ჩათვლით);

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ანკეტა ან გამოგზავნონ CV მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 25 ოქტომბერი.

გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით.

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში