საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

      

რეპორტიორის ვაკანსია სომხური და აზერბაიჯანულენოვანი ახალგაზრდებისთვის

21:46 - 13 ივლისი 2021 hits 2003

საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN) გამოცემებისთვის მთის ამბები/რეგინფო, თბილისის ოფისში აცხადებს ვაკანსიას სომხური და აზერბაიჯანულენოვანი რეპორტიორების პოზიციებზე. აუცილებელია კანდიდატმა კარგად იცოდეს ქართული ენა, სრულყოფილად ფლობდეს სომხურ ან აზერბაიჯანულ ენას (სასაუბრო, წერითი, თარგმანი).

ICN მზადაა შერჩეულ კანდიდატებს დაეხმაროს ჟურნალისტური უნარების შეძენა-განვითარებაში როგორიცაა თხრობის, წერისა და გადაღების ტექნიკები.

პრიორიტეტი მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მულტიმედია წარმოების გამოცდილება (გადაღებისა და მონტაჟის უნარები); სოციალური მედიის ცოდნა; ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება; უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში.

ძირითადი მოვალეობები: მთის ამბები/რეგინფოსთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ახალი ამბების, მულტიმედია რეპორტაჟების მომზადება ქართულ-სომხურ ან ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე; ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; ინფორმაციის გამოთხოვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან, საინტერესო და საეჭვო ფაქტების გამოვლენა და შესწავლა; სხვა რეპორტიორების მიერ ქართულად მომზადებული მასალების თარგმნა/რედაქტირება სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაგზავნოთ CV მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 20 ივლისი. საწყისი ანაზღაურება 1500 ლარი (გადასახადების ჩათვლით).

საინფორმაციო ცენტრების ქსელი გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დაუკავშირდება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში