მოთხოვნები: ავტომობილის მართვის B კატეგორია; ავტომობილის მართვის სრულყოფილი უნარი; სულ მცირე სამწლიანი პრაქტიკული და ინტენსიური გამოცდილება (აუცილებელია); მოძრაობის წესებისა და საავტომობილო გზების კარგი ცოდნა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით მთაში. კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ძირითადი მოვალეობები: კომპანიის კუთვნილი ავტომობილით თანამშრომლების ტრანსპორტირება თბილისსა და რეგიონებში; ავტომობილის გამართული ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი; ავტომობილის მოვლა; საწვავის ხარჯის აღრიცხვა; გადამღები ჯგუფის დახმარება ოფისსა და საველე პირობებში; გუნდური მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ენთუზიაზმი;
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ანკეტა ან გამოგზავნონ CV მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 ივნისი.
საინფორმაციო ცენტრების ქსელი გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დაუკავშირდება.