საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„მთის ამბები“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლი/ტექნიკური ასისტენტის პოზიციაზე

23:14 - 07 ივნისი 2021 hits 2943

საინფორმაციო ცენტრების ქსელი თბილისის ოფისში აცხადებს ვაკანსიას მძღოლი/ტექნიკური ასისტენტის პოზიციაზე, სრული სამუშაო დატვირთვით. ანაზღაურება 1500 ლარი (გადასახადების ჩათვლით);

მოთხოვნები: ავტომობილის მართვის B კატეგორია; ავტომობილის მართვის სრულყოფილი უნარი; სულ მცირე სამწლიანი პრაქტიკული და ინტენსიური გამოცდილება (აუცილებელია); მოძრაობის წესებისა და საავტომობილო გზების კარგი ცოდნა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით მთაში. კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ძირითადი მოვალეობები: კომპანიის კუთვნილი ავტომობილით თანამშრომლების ტრანსპორტირება თბილისსა და რეგიონებში; ავტომობილის გამართული ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი; ავტომობილის მოვლა; საწვავის ხარჯის აღრიცხვა; გადამღები ჯგუფის დახმარება ოფისსა და საველე პირობებში; გუნდური მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ენთუზიაზმი;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ანკეტა ან გამოგზავნონ CV მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 ივნისი.

საინფორმაციო ცენტრების ქსელი გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დაუკავშირდება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში