საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მთის ამბები/რეგინფო აცხადებს ვაკანსიებს

21:14 - 26 აპრილი 2021 hits 5620

საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN) გამოცემებისთვის მთის ამბები/რეგინფო, თბილისის ოფისში, ასევე, რამდენიმე რეგიონში სრული სამუშაო დატვირთვით, აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

  • რედაქტორი - 3400 ლარი;
  • პროექტის კოორდინატორი - 2300 ლარი;
  • პროექტის კოორდინატორის ასისტენტი (8 ვაკანსია თბილისსა და რეგიონებში) - 1250 ლარი;
  • მულტიმედია რეპორტიორი - 2500 ლარი;
  • ვიდეოოპერატორი / მემონტაჟე - 2000 ლარი;
  • ინგლისურენოვანი რეპორტიორი / თარჯიმანი - 2000 ლარი;
  • სომხურენოვანი რეპორტიორი - 1500 ლარი;
  • აზერბაიჯანულენოვანი რეპორტიორი - 1500 ლარი;
  • სოციალური მედიის მენეჯერი - 2000 ლარი;
  • გაყიდვების მენეჯერი - 1500 ლარი + გაყიდვების %;

(ხელფასი მითითებულია გადასახადების ჩათვლით).

გაეცანით თითოეული პოზიციის მიხედვით მოთხოვნებისა და ძირითადი მოვალეობების მოკლე აღწერას:

რედაქტორი - 1 ვაკანსია

მოთხოვნები: ჟურნალისტად/რედაქტორად მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება; უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; თხრობისა და წერის კარგი უნარები; მულტიმედია წარმოების გამოცდილება; სოციალური მედიის ცოდნა; ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად);

ძირითადი მოვალეობები: ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; ახალი ამბების, აქტუალური თემების მოძიება და დამუშავება; რეპორტიორების მართვა - წინასწარი დაგეგმვა, დავალებების მიცემა, თანამშრომლების ინსტრუქტაჟი; მულტიმედია მასალების რედაქტირება და დახვეწა.

 

პროექტის კოორდინატორი - 1 ვაკანსია

მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარები; ინგლისური ენის კარგი ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); მაღალმთიანი რეგიონების სპეციფიკის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; ავტომობილის მართვის B კატეგორია და მართვის კარგი გამოცდილება (მიიჩნევა უპირატესობად); გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები: პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულება; (რეგიონებში მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრების ჩატარება; პრობლემების კვლევა, ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება; ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება); მთის სათემო ორგანიზაციების კოორდინაცია და მათი განვითარების მხარდაჭერა; თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა; ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის მონიტორინგი; „მთის ამბების“ (Mtisambebi.ge) საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა.

პროექტის კოორდინატორის ასისტენტი - 8 ვაკანსია

[თბილისი; ხევსურეთი (ბარისახო); პანკისის ხეობა (დუისი); ზემო სვანეთი (მესტია); რაჭა-ლეჩხუმი (ამბროლაური); ტყიბული; ჭიათურაჯავახეთი (ახალქალაქი-ნინოწმინდა);]

მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია); ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარები; ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); მაღალმთიანი რეგიონების სპეციფიკის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; შემოქმედებითი ხედვა; ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); ავტომობილის მართვის B კატეგორია და მართვის კარგი გამოცდილება (აუცილებელია); პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ენთუზიაზმი, ეფექტური კომუნიკაციის უნარები.

ძირითადი მოვალეობები: პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დაგეგმვაში, ორგანიზებასა და შესრულებაში მონაწილეობა / კოორდინატორის დახმარება (რეგიონებში მოსახლეობასთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან სამუშაო შეხვედრების ჩატარება; პრობლემების კვლევა, ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება; ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება); თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა; ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის მონიტორინგი; „მთის ამბების“ (Mtisambebi.ge) საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა.

მულტიმედია რეპორტიორი - 2 ვაკანსია

მოთხოვნები: ჟურნალისტად მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია ახალ მედიაში); უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; თხრობისა და წერის კარგი უნარები; მულტიმედია წარმოების გამოცდილება; სოციალური მედიის ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები: საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე რეპორტაჟების, სიღრმისეული და მოკვლევითი მასალების მომზადება; ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; ინფორმაციის გამოთხოვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან, საინტერესო და საეჭვო ფაქტების გამოვლენა და შესწავლა; მოქალაქე-რეპორტიორების მართვა, დატრენინგება და ინსტრუქტაჟი.

 

ვიდეოოპერატორი/მემონტაჟე - 2 ვაკანსია

მოთხოვნები: ოპერატორ/მემონტაჟედ მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება; შემოქმედებითი ხედვა; გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ; სამონტაჟო პროგრამა Adobe Premiere Pro-ს კარგი ცოდნა; სოციალური მედიის ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); კრეატიულობა, ენერგიულობა; ეფექტური კომუნიკაციის უნარები.

ძირითადი მოვალეობები: აქტუალურ საკითხებზე სიუჟეტების, რეპორტაჟების გადაღების დაგეგმვა, გადაღება, მონტაჟი. საჭიროებისამებრ გადაცემების ჩაწერა საველე პირობებში.

 

ინგლისურენოვანი რეპორტიორი/თარჯიმანი - 1 ვაკანსია

მოთხოვნები: ჟურნალისტად მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება; უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; თხრობისა და წერის კარგი უნარები; მულტიმედია წარმოების გამოცდილება; სოციალური მედიის ცოდნა; ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა; მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები: საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე რეპორტაჟების, სიღრმისეული და მოკვლევითი მასალების მომზადება; ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; ინფორმაციის გამოთხოვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან, საინტერესო და საეჭვო ფაქტების გამოვლენა და შესწავლა.

 

სომხური და აზერბაიჯანულენოვანი რეპორტიორი - 1 ვაკანსია

მოთხოვნები: ჟურნალისტად მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება; უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; თხრობისა და წერის კარგი უნარები; მულტიმედია წარმოების გამოცდილება (გადაღებისა და მონტაჟის უნარები); სოციალური მედიის ცოდნა; ქართული ენის ცოდნა; სომხური ან აზერბაიჯანული ენის სრულყოფილად ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები: Reginfo.ge-თვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ახალი ამბების, მულტიმედია რეპორტაჟების მომზადება ქართულ და სომხურ ან ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე; ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; ინფორმაციის გამოთხოვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან, საინტერესო და საეჭვო ფაქტების გამოვლენა და შესწავლა; სხვა რეპორტიორების მიერ ქართულად მომზადებული მასალების თარგმნა/რედაქტირება სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე.

 

სოციალური მედიის მენეჯერი - 1 ვაკანსია

მოთხოვნები: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); სოციალური პლატფორმების (Facebook, YouTube, Instagram, Twitter) მართვისა და აუდიტორიის კვლევის ცოდნა; გამართული (სასურველია შემოქმედებითი) წერის უნარი; გრაფიკული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Photoshop, Illustrator, Premiere Pro); მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მიიჩნევა უპირატესობად); გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები: სოციალურ ქსელებში (Facebook, YouTube, Instagram) ორგანიზაციის გვერდებისა და არხის მართვა, პოპულარიზაცია; ICN-ის ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალების პოპულარიზაცია სხვადასხვა ფორმით; ფეისბუქის და ინსტაგრამის გვერდებისთვის ადაპტირებული კონტენტის შექმნა; ონლაინ გამოკითხვების ჩატარება, დისკუსიების გახსნა და კომენტარების მოდერაცია; სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი.

გაყიდვების მენეჯერი - 1 ვაკანსია

მოთხოვნები: კომუნიკაციის კარგი უნარები (ზეპირი და წერითი); ინგლისურის ცოდნა (intermediate +); საოფისე პროგრამების ცოდნა; მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარები; მედია ბაზარზე გაყიდვებში მუშაობის სულ მცირე 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება; მედია ბაზრის ბიზნეს მოდელების ცოდნა; დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების სპეციფიკის ცონდა; კანდიდატი უნდა იყოს პროაქტიური და ინიციატივიანი.

ძირითადი მოვალეობები: სარეკლამო გაყიდვებისთვის პოტენციური კლიენტების სიის შედგენა და შეთავაზებებით მათთან დაკავშირება; მოლაპარაკებების წარმართვა, კომერციული ხელშეკრულებების დადება და ადმინისტრირება, პროექტის ფასზე მოლაპარაკება; განხორციელების პროცესის მეთვალყურეობა, პროდაქშენისა და სარედაქციო გუნდების მუშაობის მონიტორინგი; კლიენტებთან კომუნიკაციის შენარჩუნება მთელი პროექტის განმავლობაში და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების ფორმირება; ორგანიზაციისთვის ახალი კომერციული შესაძლებლობების განვითარებაში დახმარება; პარტნიორობის დამყარება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და NGO-ებთან; გაყიდვების გეგმის შედგენა, ეფექტიანობის საკვანძო მაჩვენებლების (KPI) განსაზღვრა, განხორციელების მონიტორინგი და ანგარიშგება.

რას გთავაზობთ: ბაზარზე კონკურენტუნარიან ხელფასს, რომელიც მოიცავს ფიქსირებულ განაკვეთსა და გაყიდვების პროცენტს; საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებს პასუხისმგებლობების ფართო სპექტრითა და მოქმედების თავისუფლებით; მეგობრულ გუნდს, რომელიც ძალისხმევას არ იშურებს მისიის მისაღწევად; კომფორტულ სამუშაო სივრცეს თბილისში.

------

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაგზავნოთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი (სულ მცირე 2 ნამუშევრის ბმული) მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 10 მაისი.

საინფორმაციო ცენტრების ქსელი გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დაუკავშირდება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში