- პროექტის ხელმძღვანელი (მესტია) - ანაზღაურება 1500 ლარი;
- საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანი (მესტია) - 1000 ლარი;
- მულტიმედია რეპორტიორი (მესტია) - 1000 ლარი;
- რეპორტიორი (ლენტეხი) - 800 ლარი;
(ანაზღაურება მითითებულია გადასახადების ჩათვლით)
პროექტის ხელმძღვანელი
ძირითადი მოვალეობები: პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულება (რეგიონში მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრების ჩატარება; პრობლემების კვლევა, ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება; ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება); ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის მონიტორინგი; ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; ახალი ამბების, აქტუალური თემების მოძიება და დამუშავება; რეპორტიორების მართვა - წინასწარი დაგეგმვა, დავალებების მიცემა, თანამშრომლების ინსტრუქტაჟი.
მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარები; ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); მაღალმთიანი რეგიონების სპეციფიკის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; შემოქმედებითი ხედვა; თხრობისა და წერის კარგი უნარები; სოციალური მედიის ცოდნა; კრეატიულობა, ენერგიულობა, გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ენთუზიაზმი.
გადაცემის წამყვანი
ძირითადი მოვალეობები: სვანეთში/რეგიონში აქტუალური და საინტერესო საკითხების მოძიება და გაშუქება; სათემო რადიოს გადაცემების დაგეგმვა და პირდაპირ ეთერში წაყვანა; რადიოს საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა.
მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია); თხრობისა და წერის კარგი უნარები (სასურველია); სოციალური მედიის ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; ქართულ და სვანურ ენებზე გამართულად მეტყველების უნარი; კრეატიულობა, ენერგიულობა, გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ენთუზიაზმი.
მულტიმედია რეპორტიორი
ძირითადი მოვალეობები: სვანეთის სათემო რადიოსთვის და mtisambebi.ge-თვის აქტუალურ საკითხებზე სიუჟეტების, რეპორტაჟების გადაღების დაგეგმვა, ჩაწერა, გადაღება, მონტაჟი; ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა.
მოთხოვნები: ჟურნალისტად მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია ახალ მედიაში); უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; თხრობისა და წერის კარგი უნარები; შემოქმედებითი ხედვა; გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ; სამონტაჟო პროგრამა Adobe Premiere Pro-ს ცოდნა; სოციალური მედიის ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); ავტომობილის მართვის B კატეგორია და მართვის გამოცდილება (მიიჩნევა უპირატესობად); კრეატიულობა, ენერგიულობა, გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ენთუზიაზმი.
რეპორტიორი
ძირითადი მოვალეობები: სვანეთის სათემო რადიოსთვის აქტუალურ საკითხებზე აუდიოსიუჟეტების, აუდიორეპორტაჟების დაგეგმვა, ჩაწერა, მონტაჟი; ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა.
მოთხოვნები: ჟურნალისტად მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია ახალ მედიაში); უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; თხრობისა და წერის კარგი უნარები; შემოქმედებითი ხედვა; გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ; სამონტაჟო პროგრამა Adobe Audition-ის ცოდნა; სოციალური მედიის ცოდნა; კრეატიულობა, ენერგიულობა, გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ენთუზიაზმი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი, მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი.
სვანეთის სათემო რადიო გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება.