საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დასაქმებით - მთის ამბები/რეგინფო

17:49 - 04 იანვარი 2021 hits 16069

საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN) გამოცემებისთვის მთის ამბები/რეგინფო აცხადებს კონკურსს 2021 წლის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

სტაჟირების პროგრამა ერთთვიანია და საველე/საოფისე პირობებში ინტენსიურ პრაქტიკას მოიცავს. მონაწილეები შეისწავლიან წყაროებთან მუშაობას, ახალი ამბებისა და მულტიმედია რეპორტაჟების მომზადებას, თხრობის ტექნიკას, ტექსტის წერას, ვიდეოგადაღებას, მონტაჟსა და ადვოკატირებას. საველე პრაქტიკა გაიმართება საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში. სწავლების პერიოდში მონაწილეების ხარჯებს (ტრანსპორტირება, კვება, საოჯახო სასტუმროში განთავსება) საინფორმაციო ცენტრების ქსელი დაფარავს.

ICN უფლებამოსილია, სტაჟირების განმავლობაში ნებისმიერ დროს შეწყვიტოს მონაწილესთან თანამშრომლობა, თუ ის ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს ან არღვევს ICN-ის შინაგანაწესით დადგენილ რეგულაციებს.

ერთთვიანი პროგრამის დასრულების შემდეგ, საინფორმაციო ცენტრების ქსელი წარმატებულ მონაწილეებს გამოსაცდელი ვადით დაასაქმებს მულტიმედია რეპორტიორის, ვიდეოოპერატორი-მემონტაჟის, სოციალური მედიის მენეჯერის, პროდიუსერის, პროექტის კოორდინატორის ასისტენტის პოზიციებზე თბილისის ოფისში ან რეგიონულ პროექტებში.

მთის ამბები/რეგინფოში დასაქმების შემთხვევაში, ისინი მიიღებენ ანაზღაურებას თვეში 1000-დან 1500-მდე ლარის ოდენობით (გადასახადების ჩათვლით).

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სრულწლოვან ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ მულტიმედია, დოკუმენტალისტიკა, სოციალური მედია და ადვოკატირება.

უპირატესობა მიენიჭებათ:

  • ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში უმაღლესი განათლების, თხრობისა და წერის, ვიდეოგადაღების კარგი უნარების მქონე კანდიდატებს;
  • თბილისსა და რეგიონებში, განსაკუთრებით კახეთში, ხევსურეთში, სვანეთში, რაჭაში, ტყიბულში, წალკაში, ჯავახეთში, მთიან აჭარაში მცხოვრებ ახალგაზრდებს;
  • მთის სათემო ორგანიზაციების წევრებსა და მოხალისეებს;
  • აქტიურ მოლაშქრეებს (მთიან რეგიონებში მოგზაურობის გამოცდილებით);

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ანკეტა და გამოგზავნეთ 2021 წლის 25 იანვრის ჩათვლით.

ანკეტის შევსებისას ყურადღება მიაქციეთ სამოტივაციო ნაწილს, სადაც უნდა განმარტოთ, რატომ გსურთ სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა. საინფორმაციო ცენტრების ქსელი პროგრამისთვის მხოლოდ 8 ახალგაზრდის შერჩევას გეგმავს.

შერჩეულ კანდიდატებს იანვრის ბოლოს ჩაუტარდებათ გასაუბრება, სწავლება კი თებერვალში გაიმართება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში