მოთხოვნები: ჟურნალისტად/რედაქტორად მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება; რადიოში მუშაობის გამოცდილება (სასურველია); უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; თხრობისა და წერის კარგი უნარები; მულტიმედია წარმოების გამოცდილება; სოციალური მედიის ცოდნა; ციფრული აუდიტორიის ანალიზის გამოცდილება; უცხო ენების ცოდნა (სასურველია).
ძირითადი მოვალეობები: სათემო რადიოების მაუწყებლობის წარმოების მართვა; ახალი ამბების პროგრამებისა და გადაცემების პროდიუსინგი; რადიოსადგურების ვებგვერდების მართვა; ახალი ამბების, აქტუალური თემების მოძიება და დამუშავება; წინასწარი დაგეგმვა, დავალებების მიცემა, თანამშრომლების ინსტრუქტაჟი; მულტიმედია მასალების რედაქტირება და დახვეწა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი, მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 30 სექტემბერი.
შერჩეულ პირებს გასაუბრების მიზნით საინფორმაციო ცენტრების ქსელი თავად დაუკავშირდება.