პროექტის ფარგლებში სათემო რადიო „ლილე“ მესტიაში აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:
პროდიუსერი - ანაზღაურება 1250 ლარი;
საინფორმაციო გამოშვების წამყვანი - 1000 ლარი;
საზოგადოებრივ/პოლიტიკური გადაცემის წამყვანი - 1000 ლარი;
მულტიმედია რეპორტიორი - 1000 ლარი;
(ანაზღაურება მითითებულია გადასახადების ჩათვლით)
ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია განიხილავს ისეთ კანდიდატურებსაც, რომლებსაც არ აქვთ ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად მოთხოვნილი გამოცდილება, მაგრამ მოკლევადიანი (ერთი ან ორი თვე) სასწავლო-სტაჟირების შედეგად, ეფექტურად შეძლებენ რადიოს საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას და ხარისხიანი კონტენტის შექმნას. სწავლება-სტაჟირების პერიოდში ანაზღაურდება მხოლოდ გზის და კვების ხარჯები.
პროდიუსერი:
მოთხოვნები: ჟურნალისტად/რედაქტორად მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება; უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; თხრობისა და წერის კარგი უნარები; მულტიმედია წარმოების გამოცდილება; სოციალური მედიის ცოდნა; ციფრული აუდიტორიის ანალიზის გამოცდილება; უცხო ენების ცოდნა; კრეატიულობა, ენერგიულობა, გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ენთუზიაზმი.
ძირითადი მოვალეობები: ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; ახალი ამბების, აქტუალური თემების მოძიება და დამუშავება; რეპორტიორების მართვა - წინასწარი დაგეგმვა, დავალებების მიცემა, თანამშრომლების ინსტრუქტაჟი; მულტიმედია მასალების რედაქტირება და დახვეწა.
გადაცემის წამყვანი:
მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია); თხრობისა და წერის კარგი უნარები (სასურველია); სოციალური მედიის ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; ქართულ და სვანურ ენებზე გამართულად მეტყველების უნარი; კრეატიულობა, ენერგიულობა, გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ენთუზიაზმი.
ძირითადი მოვალეობები: სვანეთში აქტუალური და საინტერესო საკითხების მოძიება და გაშუქება; მულტიმედია მასალების (ვიდეო, ფოტო, აუდიო, ტექსტი) მომზადება (ახალგაზრდებს, რომლებმაც არ იციან გადაღება და მონტაჟი, შევასწავლით). სათემო რადიოს გადაცემების დაგეგმვა და პირდაპირ ეთერში წაყვანა; რადიოს საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა.
მულტიმედია რეპორტიორი:
მოთხოვნები: ჟურნალისტად მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია ახალ მედიაში); უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; თხრობისა და წერის კარგი უნარები; შემოქმედებითი ხედვა; გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ; სამონტაჟო პროგრამა Adobe Premiere Pro-ს ცოდნა; სოციალური მედიის ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); ავტომობილის მართვის B კატეგორია და მართვის გამოცდილება (მიიჩნევა უპირატესობად); კრეატიულობა, ენერგიულობა, გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ენთუზიაზმი.
ძირითადი მოვალეობები: სვანეთის სათემო რადიოსთვის და mtisambebi.ge-თვის აქტუალურ საკითხებზე სიუჟეტების, რეპორტაჟების გადაღების დაგეგმვა, ჩაწერა, გადაღება, მონტაჟი; ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი, მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 სექტემბერი;
შერჩეულ პირებს გასაუბრების მიზნით ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია თავად დაუკავშირდება.