საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მთის ამბები / რეგინფო აცხადებს ვაკანსიებს

09:25 - 04 ივნისი 2020 hits 10482

საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN) იწყებს ახალი, სამწლიანი პროგრამის განხორციელებას. პროგრამის ფარგლებში ICN გამოცემებისთვის მთის ამბები/რეგინფო აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე თბილისის ან კახეთის ოფისში.

რედაქტორი - ანაზღაურება 3000 ლარი;

მულტიმედია რეპორტიორი - 1800 ლარი;

რეპორტიორ-თარჯიმანი ინგლისურენოვანი ვერსიისთვის - 2000 ლარი;

უფროსი რეპორტიორი - 2500 ლარი;

(ანაზღაურება მითითებულია გადასახადების ჩათვლით).

 

რედაქტორი:

მოთხოვნები: ჟურნალისტად/რედაქტორად მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება; უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; თხრობისა და წერის კარგი უნარები; მულტიმედია წარმოების გამოცდილება; სოციალური მედიის ცოდნა; ციფრული აუდიტორიის ანალიზის გამოცდილება; უცხო ენების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები: ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; ახალი ამბების, აქტუალური თემების მოძიება და დამუშავება; რეპორტიორების მართვა - წინასწარი დაგეგმვა, დავალებების მიცემა, თანამშრომლების ინსტრუქტაჟი; მულტიმედია მასალების რედაქტირება და დახვეწა;

 

მულტიმედია რეპორტიორი:

მოთხოვნები: ჟურნალისტად მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია ახალ მედიაში); უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; თხრობისა და წერის კარგი უნარები; მულტიმედია წარმოების გამოცდილება; სოციალური მედიის ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:mtisambebi.ge და reginfo.ge-თვის აქტუალურ საკითხებზე სიღრმისეული და მოკვლევითი მასალების (ვიდეო, ფოტო, აუდიო, ტექსტი) მომზადება; ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; ინფორმაციის გამოთხოვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან, საინტერესო და საეჭვო ფაქტების გამოვლენა და შესწავლა.

 

რეპორტიორ-თარჯიმანი ინგლისურენოვანი ვერსიისთვის:

მოთხოვნები: ჟურნალისტად მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია ახალ მედიაში); უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; თხრობისა და წერის კარგი უნარები; მულტიმედია წარმოების გამოცდილება; სოციალური მედიის ცოდნა; ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულოა).

ძირითადი მოვალეობები: mtisambebi.ge-თვის მასალების (ვიდეო, ფოტო, აუდიო, ტექსტი) მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე; სხვა რეპორტიორების მიერ ქართულ ენაზე მომზადებული მასალების თარგმნა/რედაქტირება ინგლისურად; ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; ინფორმაციის გამოთხოვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან, საინტერესო და საეჭვო ფაქტების გამოვლენა და შესწავლა; ახალი ამბების, აქტუალური თემების მოძიება, პრიორიტეტული თემებისა და საკითხების შერჩევა;

 

უფროსი რეპორტიორი:

მოთხოვნები: ჟურნალისტად მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია ახალ მედიაში); უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; თხრობისა და წერის კარგი უნარები; მულტიმედია წარმოების გამოცდილება; სოციალური მედიის ცოდნა; მულტიმედია წარმოების სწავლების გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები: mtisambebi.ge და reginfo.ge-თვის აქტუალურ საკითხებზე სიღრმისეული რეპორტაჟების (ვიდეო, ტექსტი) მომზადება; მოქალაქე-რეპორტიორების მართვა, დატრენინგება და ინსტრუქტაჟი; ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; ინფორმაციის გამოთხოვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან, საინტერესო და საეჭვო ფაქტების გამოვლენა და შესწავლა; ახალი ამბების, აქტუალური თემების მოძიება, პრიორიტეტული თემებისა და საკითხების შერჩევა.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი, მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 20 ივნისი.

შერჩეულ პირებს გასაუბრების მიზნით საინფორმაციო ცენტრების ქსელი თავად დაუკავშირდება.

 

www.Mtisambebi.ge საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსია. პროექტის მიზანია ისეთი დასახლებებიდან, როგორიცაა თუშეთი, ხევსურეთი, ფშავი, მთიულეთი, ხევი, თრიალეთი, სამცხე – ჯავახეთი, მთიანი აჭარა, რაჭა – ლეჩხუმი და სვანეთი მულტიმედია რეპორტაჟების მომზადება და გავრცელება. გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მთიან რეგიონებში არსებული პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობას.

www.Reginfo.ge ინტენსიურად აშუქებს საქართველოს რეგიონებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს ახალი ამბებისა და რეპორტაჟების საშუალებით; მონიტორინგს უწევს ადგილობრივი თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების საქმიანობას.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში