საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა - მთის ამბები / რეგინფო

23:57 - 17 თებერვალი 2020 hits 10181

საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN) პროექტებისთვის Mtisambebi.ge და Reginfo.ge აცხადებს კონკურსს თბილისის და კახეთის ოფისებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

სტაჟირების პროგრამა სამთვიანია. პირველ თვეში ორგანიზაცია დაფარავს მხოლოდ მონაწილეთა ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯებს, მომდევნო ორ თვეში სტაჟირების მონაწილეები მიიღებენ ანაზღაურებას თვეში 700-1000 ლარის ოდენობით (გადასახადების ჩათვლით).

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სრულწლოვან ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ მულტიმედია, დოკუმენტალისტიკა და ადვოკატირება. პრიორიტეტი მიენიჭებათ მათ, ვისაც  აქვთ უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; თხრობისა და წერის, ფოტო და ვიდეოგადაღების კარგი უნარები.

შერჩეული კანდიდატები შეისწავლიან: ინფორმაციის წყაროებთან, მონაცემთა ბაზებთან მუშაობას; ინფორმაციის გამოთხოვას სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან და დამუშავებას; ახალი ამბების, გრძელვადიანი თემების მოძიებას, საკითხების შერჩევას; წინასწარ დაგეგმვას; ფოტო-ვიდეო გადაღებას; მონტაჟს; ტექსტის წერას; ახალი ამბებისა და მულტიმედია რეპორტაჟების მომზადებას; დოკუმენტალისტიკას; ადვოკატირებას.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ანკეტა და გამოგზავნეთ 2020 წლის 1-ლი მარტის ჩათვლით.

ანკეტის შევსებისას ყურადღება მიაქციეთ სამოტივაციო ნაწილს, სადაც უნდა განმარტოთ რატომ გსურთ სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა. საინფორმაციო ცენტრების ქსელი პროგრამისთვის სულ 5-7 ახალგაზრდის შერჩევას გეგმავს.

შერჩეულ კანდიდატებს მარტის დასაწყისში ჩაუტარდებათ გასაუბრება. სტაჟირების პროგრამის ფარგლებში სამუშაო დღეები და საათები განისაზღვრება წინასწარ, ინდივიდუალურად, მონაწილეებთან შეთანხმებით.

ICN დაასაქმებს წარმატებულ სტაჟიორებს მულტიმედია რეპორტიორის, ოპერატორი-მემონტაჟის, პროექტის კოორდინატორის თანაშემწის, გადაცემის წამყვანის პოზიციებზე. 

www.Mtisambebi.ge საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსია. პროექტის მიზანია ისეთი დასახლებებიდან, როგორიცაა თუშეთი, ხევსურეთი, ფშავი, მთიულეთი, ხევი, თრიალეთი, სამცხე – ჯავახეთი, მთიანი აჭარა, რაჭა – ლეჩხუმი და სვანეთი ახალი ამბების მომზადება და გავრცელება. გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მთიან რეგიონებში არსებული პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობას.

www.Reginfo.ge ინტენსიურად აშუქებს საქართველოს რეგიონებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს ახალი ამბებისა და რეპორტაჟების საშუალებით; მონიტორინგს უწევს ადგილობრივი თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების საქმიანობას.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში