საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ვაკანსია ზემო სვანეთში პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე

19:12 - 27 იანვარი 2020 hits 4426

სამოქალაქო აქტივობების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე ზემო სვანეთში. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი პროექტს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტის მიზანია მაღალმთიან რეგიონებში ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა, სათემო ორგანიზაციების გაძლიერებისა და არსებული პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობა;

ძირითადი მოვალეობები: პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულება (სოფლებში მოსახლეობასთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან საინფორმაციო – საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება; პრობლემების კვლევა, გაშუქება და ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვა); არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა; ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა; ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის მონიტორინგი; „მთის ამბების“ (www.Mtisambebi.ge) საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა;

მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია); კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარები; ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); მაღალმთიანი რეგიონების სპეციფიკის ცოდნა (აუცილებელია); შემოქმედებითი ხედვა; ავტომობილის მართვის B კატეგორია და მართვის გამოცდილება (მიიჩნევა უპირატესობად); პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ენთუზიაზმი, ეფექტური კომუნიკაციის უნარები.

ანაზღაურება – 1250 ლარი (გადასახადების ჩათვლით);

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი, მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 5 თებერვალი.

შერჩეულ პირებს სამოქალაქო აქტივობების ცენტრი თავად დაუკავშირდება და მიიწვევს გასაუბრებაზე.

სამოქალაქო აქტივობების ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, რეგიონებში სამოქალაქო განათლებისა და ჩართულობის ხელშეწყობა; მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის, ეროვნული უმცირესობებისა და მარგინალიზებული ჯგუფების ადვოკატირება; ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტებისა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა; სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში