საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რეპორტიორის ვაკანსია - მთის ამბები / რეგინფო

19:38 - 28 აგვისტო 2019 hits 1756

საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN) პროექტებისთვის Mtisambebi.ge და Reginfo.ge აცხადებს ვაკანსიას რეპორტიორის პოზიციაზე თბილისის ოფისში.

მოთხოვნები: ჟურნალისტად მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია ახალ მედიაში); უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; თხრობისა და წერის კარგი უნარები; მულტიმედია წარმოების გამოცდილება; სოციალური მედიის ცოდნა; ციფრული აუდიტორიის ანალიზის გამოცდილება; ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად).

ძირითადი მოვალეობები: ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; ინფორმაციის გამოთხოვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან, საინტერესო და საეჭვო ფაქტების გამოვლენა; ახალი ამბების, გრძელვადიანი თემების მოძიება, პრიორიტეტული თემებისა და საკითხების შერჩევა; mtisambebi.ge და reginfo.ge-თვის აქტუალურ საკითხებზე მასალების (ვიდეო, ფოტო, აუდიო, ტექსტი) მომზადება.

ახალი პროექტის ფარგლებში, თბილისის ოფისში ვაკანსიები გვაქვს ვიდეოოპერატორი/მემონტაჟის, ფოტოგრაფის, სათემო რადიოში საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, პროექტის კოორდინატორის და მძღოლის პოზიციებზეც. 

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ანკეტა და გამოგზავნეთ 2019 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით. ანკეტის შევსებისას ყურადღება მიაქციეთ სამოტივაციო ნაწილს, სადაც უნდა განმარტოთ რატომ გსურთ ჩვენთან მუშაობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ „მთის ამბების“ რედაქტორს ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

www.mtisambebi.ge და www.reginfo.ge საინფორმაციო ცენტრების ქსელის პროდუქტებია, რომლის მუშაობასაც მხარს უჭერენ ღია საზოგადოების ფონდი და დოიჩე ველე აკადემია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში