საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

      

სასწავლო კურსი „მთის ამბების“ პროექტებში დასაქმებისთვის

20:16 - 13 ოქტომბერი 2022 hits 3432

„მთის ამბები“, რომელიც საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედიაა, სხვადასხვა პროექტში დასაქმების მიზნით იწვევს ახალგაზრდებს დოკუმენტური რეპორტაჟების მომზადებისა და ადვოკატირების სპეციალურ სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად.

„მთის ამბებისთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განმცხადებლების მოტივაცია იმ უფლებებთან და თემებთან მიმართებაში, რაზეც გამოცემა აქტიურად მუშაობს:

  • ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება;
  • უსაფრთხო შრომის უფლება;
  • ჯანდაცვის, სოციალურ, განათლების სერვისებზე ხელმისაწვდომობა - რეგიონებში არსებული უთანასწორო ვითარება;
  • ხანდაზმულ და უსახლკარო პირთა მდგომარეობა;
  • ეროვნული უმცირესობები;
  • კულტურული მემკვიდრეობა და სხვა.

უპირატესობა მიენიჭებათ თხრობის, წერის, კომუნიკაციის, ვიდეოგადაღების, ტექნიკასთან ურთიერთობის, ლაშქრობის, აქტივობების დაგეგმვისა და შესრულების, გუნდური მუშაობის კარგი უნარების მქონე კანდიდატებს.

კურსის მონაწილეები შეისწავლიან დოკუმენტური თხრობის ტექნიკებს; რესპონდენტებთან მუშაობის სპეციფიკას; ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის საფუძვლებს; ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვასა და წარმატებით განხორციელებას. სწავლებას მოწვეული პროფესიონალები გაუძღვებიან.

სასწავლო კურსის პირველ ეტაპზე (10 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე პერიოდი) მოიცავს რამდენიმედღიან ინტენსიურ ლექციებს თბილისში და პრაქტიკულ მეცადინეობებს მაღალმთიან რეგიონებში. მეორე ეტაპზე (1-10 დეკემბრიდან) წარმატებული მონაწილეები, მოწვეული პროფესიონალების ჩართულობით სწავლის გაგრძელების პარალელურად, სრული ან/და ნაწილობრივი დატვირთვით დასაქმდებიან „მთის ამბების“ პროექტებში, თბილისის ან/და კახეთის ოფისში. სრული დატვირთვით მუშაობა გულისხმობს ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანად შესრულებას და 1500-დან 2500 ლარამდე ანაზღაურებას (გადასახადების ჩათვლით) პროექტის კოორდინატორის, ვიდეოოპერატორის, მემონტაჟის, მულტიმედია რეპორტიორის, პროდიუსერის ან სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

სწავლება უფასოა. პირველ ეტაპზე „მთის ამბები“ სრულად დაფარავს მონაწილეთა კვების, ტრანსპორტირების და რეგიონებში მივლინებისას განთავსების ხარჯებს.

მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ ანკეტა. ყურადღება მიაქციეთ სამოტივაციო ნაწილს, სადაც უნდა განმარტოთ, რატომ გსურთ პროგრამაში მონაწილეობა. ეს ინფორმაცია „მთის ამბების“ გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გრაფაში - „რაზე შემოგაქვთ განაცხადი“, მიუთითეთ პროგრამისა და სასურველი პოზიციის დასახელება, მაგალითად, სასწავლო კურსი - პროექტი კოორდინატორი ან ვიდეოოპერატორი და ა.შ.

დაინტერესებულმა პირებმა შევსებული ანკეტა გამოგზავნეთ 2022 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან/და გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში