საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

      

„მთის ამბები“ აცხადებს კონკურსს ახალი პროექტისთვის მონაწილეების შესარჩევად

20:13 - 22 მარტი 2022 hits 5247

„მთის ამბები“, ფონდ „ინტერნიუსის“ მხარდაჭერით, ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს, რომლის მიზანიც საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებიდან მულტიმედია რეპორტაჟების, მოკლე ფილმებისა და სპეცპროექტის მომზადებაა.

სპეცპროექტი, რომლის განხორციელებასაც „მთის ამბები“ აპირებს, არის ვიდეოგადაცემა, სახელწოდებით „ექსპედიცია“, რომელიც მაყურებელს მოუთხრობს მთაში ადამიანების ტრადიციული ყოფა-ცხოვრების, წეს-ჩვეულებების, მითოლოგიის, თქმულებების, ლეგენდების, არქიტექტურის, ბუნების შესახებ. გადაცემა საველე პირობებში ჩაიწერება და მისი ქრონომეტრაჟი 30-40 წუთი იქნება. პროექტის სამუშაო ვერსიის მიხედვით გადაცემას 2 წამყვანი უნდა ჰყავდეს. 

შემოქმედებითი ჯგუფის დასაკომპლექტებლად, ასევე, საქართველოს რეგიონებიდან გარემოსდაცვით, სოციალურ, ეროვნული უმცირესობების და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მულტიმედია რეპორტაჟებისა და მოკლე ფილმების მოსამზადებლად, დაგეგმილია ერთთვიანი, პრაქტიკაზე ორიენტირებული სასწავლო კურსი. მონაწილეები შეისწავლიან თემების შერჩევის, თხრობის ტექნიკებს; რესპონდენტებთან მუშაობის სპეციფიკას; ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის საფუძვლებს. 

სწავლების პირველი, ორკვირიანი ნაწილი, გაიმართება კახეთში, საინფორმაციო ცენტრების ქსელის მულტიფუნქციურ ცენტრში, სადაც მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ჰოსტელითა და კვებით. საინფორმაციო ცენტრების ქსელი დაფარავს მათი საცხოვრებელი ადგილებიდან კახეთში ტრანსპორტირების ხარჯებსაც. სწავლების მეორე, ორკვირიანი ნაწილი მოიცავს მაღალმთიან რეგიონებში საველე პირობებში სტაჟირებას (სწავლების პირველი ნაწილის ადგილი, შესაძლოა, შეიცვალოს).

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, შეირჩევა 4-5 წარმატებული მონაწილე, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტის განხორციელებაში შემდეგ პოზიციებზე:

  • გადაცემის წამყვანი;
  • ვიდეოოპერატორი/მემონტაჟე;
  • მულტიმედია რეპორტიორი;

პროექტში ჩართულობა გულისხმობს „მთის ამბებში“ სრული დატვირთვით მუშაობას, დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანად შესრულებას და 1500-დან 2000 ლარამდე ანაზღაურებას (გადასახადების ჩათვლით). არასრული, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით თანამშრომლობა განიხილება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებსაც აინტერესებთ მედია და ადვოკატირება, სოციალურ, გარემოსდაცვით, განათლების, კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მუშაობა.

უპირატესობა მიენიჭებათ თხრობისა და წერის, ვიდეოგადაღების, კამერასთან ურთიერთობის კარგი უნარების მქონე კანდიდატებს; ფოლკლორის მკვლევარებს; აქტიურ მოლაშქრეებს (მთიან რეგიონებში მოგზაურობისა და ვლოგერობის გამოცდილებით).

მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ ანკეტა. ყურადღება მიაქციეთ სამოტივაციო ნაწილს, სადაც უნდა განმარტოთ, რატომ გსურთ პროგრამაში მონაწილეობა. ეს ინფორმაცია პროექტის გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

დაინტერესებულმა პირებმა შევსებული ანკეტა გამოგზავნეთ 2022 წლის 5 მაისის ჩათვლით.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ვაკანსიები მთაში

თავში