საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ნინო წიკლაური უნგრეთის ჩემპიონი გახდა

18:23 - 02 თებერვალი 2017 hits 6904

გუდაურელი სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური ავსტრიის კურორტ სანტ ლაბრეხტში სამთო-სათხილამურო სპორტში საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართულ უნგრეთის ჩემპიონატში ორ გიგანტურ სლალომში მონაწილეობდა და ორივე შეჯიბრში გაიმარჯვა.

უნგრეთის ჩემპიონატში 11 ქვეყნის სამთო-მოთხილამურეები მონაწილეობდნენ.

ნინო წიკლაური საქართველოს ნაკრების და სათხილამურო გუნდ გუდაურის წევრია. ის 1993 წლის 1-ელ ივლისს არის დაბადებული.

ნინო წიკლაური იყო საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მედროშე ზამთრის 22-ე ოლიმპიადის ოფიციალურ გახსნაზე, რომელიც სოჭში, 2014 წლის 7 თებერვალს გაიმართა.

წიკლაურისთვის ეს მეორე ოლიმპიადა იყო. 2010 წელს ის ვანკუვერში გამართულ ოლიმპიადაშიც მონაწილეობდა და სლალომში 87 მონაწილეს შორის 50-ე ადგილი დაიკავა, გიგანტურ სლალომში კი ფინიშამდე ვერ მიაღწია.




Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში