საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ხადის ხეობით გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარული მოთხილამურეები დაინტერესდნენ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:36 - 16 იანვარი 2017 hits 16306

გუდაურში ქართველი თუ უცხოელი სტუმრები მრავლად არიან, თუმცა გუდაურის პარალელურად, ხადის ხეობაში იშვიათად თუ შედის ტურისტი. რამდენიმე დღის წინ ჩვენ იქ ტურისტთა ჯგუფს შევხვდით, რომლებიც გაუკვალავ თოვლში სრიალით არიან დაინტერესებულები.

ანტონ ბარინსკი, სამთო გიდი: „უკრაინიდან ვარ. მე და ჩემი მეუღლე 5 წლის წინ ჩამოვედით საქართველოში. ძალიან მოგვეწონა აქაურობა. მერე ბავშვიც შეგვეძინა და გადავწყვიტეთ, აქვე დავრჩენილიყავით, აქ გვემუშავა და აქვე გვეცხოვრა. საქართველოში ტურიზმის სფეროში ვმუშაობ. გუდაურში მაქვს ჰოსტელი, მივდევთ თხილამურებით სრიალს, ფრირაიდს (გაუკვალავ თოვლში სრიალი), ასევე ჩემი მიმართულებაა პარაპლანით ფრენა. მომავალ წელს ძალიან გვინდა აქ, საქართველოში ჩავატაროთ უკრაინის ჩემპიონატი პარაპლანით ფრენაში. ვვარაუდობთ, რომ ეს იქნება კახეთში, თუმცა ჯერ ზუსტად ვერაფერს გეტყვით. ვფიქრობთ, შევძლებთ ორგანიზებას.

ახლა ჩვენ ვართ ხადის ხეობაში. როგორც წეღან თქვენც აღნიშნეთ, ამ ხეობაში ტურისტები ნაკლებად დადიან. მეც წელს შემოვედი რამდენჯერმე. მანამდე, მიუხედავად იმისა, რომ გადაფრენით 30-40-ჯერ მაინც გადამიფრენია აქაურობისთვის, ხეობაში არც შემოვსულვარ. ეს ძალიან ველური ხეობაა. ტურისტები, სამწუხაროდ, ნაკლებად დადიან.

ახლა ჩვენ გუდაურის წვერებიდან დავეშვით ხადისკენ, აქ კარგი თოვლია და ეს გაუკვალავი მარშრუტი ჩვენთვის უფრო საინტერესოა.

ალაგ-ალაგ ამ ხეობაშიც ჩნდებიან ფრირაიდერები, აქ სრიალი უსაფრთხო არ არის, მაგრამ სამთო გიდებთან ერთად სრიალი ნამდვილად შეიძლება“.

გიდს მოთხილამურეთა ჯგუფი ახლდა, ორი „დელიკით“ იყვნენ. გავესაუბრეთ ტურისტებსაც.

იულია ბრონერი: „საქართველოში პირველად ორი წლის წინ ვიყავი და ვეშვებოდით მდინარეებზე, ახლა ჩამოვედით თხილამურებით სასრიალოდ. ფრირაიდზე ახლა პირველად ვიყავი, გუდაურში კუდებზე ავედით და იქიდან დავეშვით. ბუნება და ხეობა მომეწონა, მაგრამ საკუთარი თავი მთლად არ მომეწონა ამ ტრასაზე.

ძალიან საინტერესო ხეობაა. ხეობაში ადამიანები თითქმის არც გვინახავს, ვნახეთ საქონელი, ძაღლები“...

იულიაც და მეორე ტურისტიც, რომელსაც გავესაუბრეთ მოსკოველები არიან. ამბობენ, რომ საქართველოში ტურისტებისადმი კეთილგანწყობილი ხალხია.

რუსლან მუსინი: „ახალი წლის დღეებში მეგობრებთან ერთად ჩამოვედი გუდაურში სასრიალოდ. პირველად ვარ საქართველოში. აქ გავიცანით გიდები, რომლებმაც წაგვიყვანეს ფრირაიდზე სასრიალოდ. მეორედ შემოვდივართ ხადის ხეობაში დასაშვებად. ხალხი არც მე მინახავს, ვნახე მხოლოდ ძალიან სიმპატიური სოფელი კოშკებით. ვნახეთ დათვის ნაკვალევიც. ძალიან მომწონს საქართველო, ლამაზი და საოცარი ქვეყანაა. რაც შეეხება საჭმელს, ხომ ხედავთ, უკვე ტანსაცმელიც აღარ მეკვრება“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში