საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ყველა მაღალმთიან რეგიონში არჩევნები სალომე ზურაბიშვილმა მოიგო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:03 - 29 ოქტომბერი 2018 hits 20610

ხევში, ხევსურეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთში, ჯავახეთსა და მაღალმთიან აჭარაში საპრეზიდენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიგო. ყველაზე მეტი ხმა მან ახალქალაქსა და ნინოწმინდაში დააგროვა.

თიანეთის მე-19 საარჩევნო ოლქში 573 ხმა (11.38%) დავით ბაქრაძემ მიიღო, 1399 ხმა (27.79%) გრიგოლ ვაშაძემ, 481 ხმა (9.55%) შალვა ნათელაშვილმა, 2309 ხმა (45.86%) სალომე ზურაბიშვილმა. თიანეთში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ზურაბიშვილს არჩევნები მხოლოდ ახალსოფელში, თიანეთსა და ბოჭორმაში მოუგო.

ყაზბეგის 29-ე საარჩევნო ოლქში 218 ხმა (11.42%) დავით ბაქრაძემ მიიღო, 324 ხმა (16.97%) გრიგოლ ვაშაძემ, 166 ხმა (8.7%) შალვა ნათელაშვილმა, 1052 ხმა (55.11%) სალომე ზურაბიშვილმა. მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა არჩევნები ყაზბეგის ყველა უბანზე მოიგო.

დუშეთის 28-ე საარჩევნო ოლქში 890 ხმა (8.47%) დავით ბაქრაძემ მიიღო, 3135 ხმა (29.82%) გრიგოლ ვაშაძემ, 1403 ხმა (13.35%) შალვა ნათელაშვილმა; 4434 ხმა (42.18%) სალომე ზურაბიშვილმა. მხოლოდ მჭადიჯვარში, არაგვისპირსა და დუშეთის ავტოსადგურის უბანზე მოუგო ზურაბიშვილს ვაშაძემ.

ონის 43-ე საარჩევნო ოლქში 490 ხმა (14.15%) დავით ბაქრაძემ მიიღო, 856 ხმა (24.71%) გრიგოლ ვაშაძემ, 138 ხმა (3.98%) შალვა ნათელაშვილმა, 1743 ხმა (50.32%) სალომე ზურაბიშვილმა. ოპოზიციის კანდიდატმა ონის ვერცერთ უბანზე ვერ გაიმარჯვა.

ამბროლაურის 44-ე საარჩევნო ოლქში 717 ხმა (10.35%) დავით ბაქრაძემ დააგროვა, 1925 ხმა (27.79%) გრიგოლ ვაშაძემ, 315 ხმა (4.55%) შალვა ნათელაშვილმა, 3472 ხმა (50.12%) სალომე ზურაბიშვილმა. მხოლოდ ხონჭიორის და ბუგეულის უბნები წააგო სალომე ზურაბიშვილმა.

ცაგერის 45-ე საარჩევნო ოლქში 1101 ხმა (17.92%) დავით ბაქრაძემ მიიღო, 1700 ხმა (27.66%) გრიგოლ ვაშაძემ, 180 ხმა (2.93%) შალვა ნათელაშვილმა, 2914 ხმა (47.42%) სალომე ზურაბიშვილმა. ცაგერის ოლქში გრიგოლ ვაშაძემ არჩევნები მოიგო სოფლებში - ისუნდერში, მახაში, ბარდნალასა და ლასხანაში.

ლენტეხის 46-ე საარჩევნო ოლქში 451 ხმა (15.21%) დავით ბაქრაძემ მიიღო, 513 ხმა (17.3%) გრიგოლ ვაშაძემ, 155 ხმა (3.88%) შალვა ნათელაშვილმა, 1719 ხმა (57.96%) სალომე ზურაბიშვილმა. სოფელ ყვედრეშის გარდა, ყველა უბანი სალომე ზურაბიშვილმა მოიგო.

მესტიის 47-ე საარჩევნო ოლქში 650 ხმა ( 14.59%) დავით ბაქრაძემ მიიღო, 933 ხმა (20.95%) გრიგოლ ვაშაძემ, 140 ხმა (3.14%) შალვა ნათელაშვილმა, 2513 ხმა (56.42%) სალომე ზურაბიშვილმა.

მესტიის მხოლოდ ორ სოფელში, ფარსა და იდლიანში მოიგო არჩევნები გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა.

წალკის 25-ე საარჩევნო ოლქში 806 ხმა (10.25%) დავით ბაქრაძემ მიიღო, 2390 ხმა (30.38%) გრიგოლ ვაშაძემ, 90 ხმა (1.14%) შალვა ნათელაშვილმა, 4294 ხმა (54.58%) სალომე ზურაბიშვილმა. სოფლები დაშბაში, დაბა ხრამჰესი, სამადლო, წინწყარო, რეხა და ხაჩკოვი გრიგოლ ვაშაძემ მოიგო.

ადიგენის 38-ე საარჩევნო ოლქში 1925 ხმა (20.96%) დავით ბაქრაძემ მიიღო, 2488 ხმა (27.08%) გრიგოლ ვაშაძემ, 181 ხმა (1.97%) შალვა ნათელაშვილმა, 4362 ხმა (47.49%) სალომე ზურაბიშვილმა. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა არჩევნები მხოლოდ სოფელ უდეში მოიგო.

ახალქალაქის მე-40 ოლქში 2457 ხმა (14.81%) დავით ბაქრაძემ მიიღო, 3866 ხმა (23.31%) გრიგოლ ვაშაძემ, 47 ხმა (0.28%) შალვა ნათელაშვილმა, 9861 ხმა (59.46%) სალომე ზურაბიშვილმა. ეს უკანასკნელი გრიგოლ ვაშაძესთან დამარცხდა სოფლებში მაჭატიაში, კოთელიაში, ოკამში, ხორენიასა და კუმურდოში.

ნინოწმინდის 41-ე საარჩევნო ოლქში 1515 ხმა (15.94%) დავით ბაქრაძემ მიიღო, 2039 ხმა (21.45%) გრიგოლ ვაშაძემ, 19 ხმა (0.2%) შალვა ნათელაშვილმა, 5623 ხმა (59.16%) სალომე ზურაბიშვილმა. მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა ყველა უბანზე გაიმარჯვა.

ქედის მე-80 საარჩევნო ოლქში 1350 ხმა (13.6%) დავით ბაქრაძემ მიიღო, 3010 ხმა (30.31%) გრიგოლ ვაშაძემ, 214 ხმა (2.16%) შალვა ნათელაშვილმა, 5026 ხმა (50.61%) სალომე ზურაბიშვილმა. სოფლებში დანდალოსა და ხარაულაში ზურაბიშვილს არჩევნები ვაშაძემ მოუგო.

შუახევის 82-ე საარჩევნო ოლქში 1079 ხმა (12.7%) დავით ბაქრაძემ მიიღო, 2985 ხმა (35.13%) გრიგოლ ვაშაძემ, 129 ხმა (1.52%) შალვა ნათელაშვილმა, 3997 ხმა (47.04%) სალომე ზურაბიშვილმა. სოფლები დაბაძვალი, ჩანჩხალო, გიგინაური, ნიგაზეული, ფურტიო, ნენია, მახალაკიძეები, ჭალა, გორი, მჭედლური გრიგოლ ვაშაძემ მოიგო.

ხულოს 84-ე საარჩევნო ოლქში 2144 ხმა (16.76%) დავით ბაქრაძემ მიიღო, 3801 ხმა (29.71%) გრიგოლ ვაშაძემ, 190 ხმა (1.49%) შალვა ნათელაშვილმა, 6349 ხმა (49.62%) სალომე ზურაბიშვილმა. სოფლებში უჩხო, პაქსაძეები, წაბლიანი და ტაბახმელა ზურაბიშვილს ვაშაძემ მოუგო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ყველა საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილმა 615 433 ხმა მიიღო (38.64 %), გრიგოლ ვაშაძემ კი 600 970 ხმა (37.73 %).

არჩევნების საბოლოო შედეგი 20 დღის ვადაში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც, არჩევნების მეორე ტური 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს. მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ მონაწილეობას.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში