საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სილქნეტმა მაღალმთიან რეგიონებში ჯეოსელის მეოთხე თაობის ქსელი (4.5G) გააძლიერა

15:56 - 13 მაისი 2019 hits 5367

სილქნეტმა მობილური ქსელის მოდერნიზაციის სამუშაოების მნიშვნელოვანი ეტაპი დაასრულა, რომლის შედეგად ქვეყნის მასშტაბით 4.5G ინტერნეტის დაფარვა გაიზარდა, ასევე გაუმჯობესდა მომსახურების ხარისხი. 

მნიშვნელოვანია, რომ 4.5G ქსელი 40-მდე ქალაქში, სოფელსა და დასახლებულ პუნქტში გაუმჯობესდა და გაცილებით სტაბილური სიგნალი და ინტერნეტ სიჩქარე მიეწოდება მომხმარებელს. მათ შორის არის მაღალმთიანი დასახლებული პუნქტები: გუდაური, ყაზბეგი, მლეთა, სნო, ზემო ალვანი, ზემო ქედი, ანანური, ჯვრის უღელტეხილი, მესტია, ბორჯომი, ჟინვალი.

„ჯეოსელის ქსელის მოდერნიზაციისა და გაძლიერებისთვის ჩატარებული სამუშაოების მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით დავასრულეთ თბილისსა და ქვეყნის უმეტეს რეგიონში. გაძლიერებული 4.5G ქსელის პირობებში, მომხმარებლები დაახლოებით 5-ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტით შეძლებენ სარგებლობას. ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე თანმიმდევრულ სამუშაოებს ჯეოსელის ქსელის გასაძლიერებლად, რათა საუკეთესო მომსახურება შევთავაზოთ აბონენტებს“, - აღნიშნა სილქნეტის კომერციულმა დირექტორმა ბაჩო ჩინჩალაძემ.

დღეისათვის 140-მდე დასახლებულ პუნქტში დანერგილია 4.5G ქსელი, სადაც მანამდე ვერ სარგებლობდნენ აბონენტები მაღალსიჩქარიანი მობილური ინტერნეტით.

(მახინჯაური, აჭყვა, ბობოყვათი, ჩაქვი, ქვედა კვირიკე, წყალწმინდა, ლანჩხუთი, ახალსოფელი, ჩიბათი, გრიგოლეთი, ჯაპანა, კეთილარი, ხაჯალია, ლესა, ნიგოითი, ნიგვზიანი, საჯავახო, სუფსა, ჭიათურა, არგვეთა, ბორითი, ჭიშურა, დაფნარი, ძირულა, გეგუთი, ილემი, ხევი, ხუნევი, კოპიტნარი, ქვედა ბაში, ქვედა ილემი, ლაშე, მაქათუბანი, მუხიანი, ოფშკვითი, რიკოთი, შორაპანი, შროშა, სიმონეთი, თხმელარი, ვარციხე, ზვარე, ტყიბული, წყალტუბო, აკურა, აფენი, არბოშიკი, არხილოსკალო, ახალსოფელი, ბადიაური, ბაკურციხე, ჩადუნიანი, ჩირინა, ჩუმლაყი, გავაზი, იორმუღანლო, კაბალი, კაჭრეთი, კაკაბეთი, ახალსოფელი, ყარაჯალა, კარდენახი, კართუბანი, კაზანიანი, ქვემო ალვანი, ლალისყური, მანავი, მაშნაარი, მაწიმი, მსხალგორი, ნანიანი, ოჟიო, პატარძეული, ფშაველი, საჭალე, სანავარდო, სართიჭალა, შაშიანი, შიბლიანი, შილდა, თამარიანი, ტიბაანი, წყაროსთავი, უჯარმა, უზუნთალა, ვაჩნაძიანი, ვაქირი, ვარდისუბანი, ვეჯინი, ველისციხე, ზემო ალვანი, ზემო ქედი, წნორი, ანანური, ჯვრის უღელტეხილი, ქსანი, მლეთა, მუხრანი, სნო, წილკანი, ჟინვალი, ძველი სენაკი, მალთაყვა, სამცაცხვი, წალენჯიხა, მესტია, ადიგენი, ახალდაბა, ასპინძა, ძველი, გოგაშენი, ხორკი, მინაძე, ორჭოსანი, ქულალისი, რველი, სხვილისი, ვაჩიანი, ვარძია, ვალე, კალინინო, კოდა, ქარელი, კასპი-ახალქალაქი, აგარა, აღაიანი, ბერბუკი, გომი, ფერმა, რუისი, საღოლაშენი, შავშვები, ტინისხიდი, წეროვანი).

გაუმჯობესდა და გაცილებით სტაბილური სიგნალი და ინტერნეტ სიჩქარე მიეწოდება მომხმარებელს შემდეგ ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში:

(თბილისი, ბათუმი, ქობულეთი, ოზურგეთი, ურეკი, სამტრედია, ზესტაფონი, ახმეტა, დედოფლისწყარო, გურჯაანი, ყვარელი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, თელავი, დუშეთი, საგურამო, გუდაური, ყაზბეგი, ფოთი, სენაკი, ზუგდიდი, ახალქალაქი, ახალციხე, ბორჯომი, ბორჯომი, დმანისი, მარნეული, რუსთავი, თეთრიწყარო, წალკა, გამარჯვება, ქუთაისი, გორი, ხაშური, სურამი).

[R] სილქნეტის ინფორმაცია

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში