საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ჯვრის უღელტეხილზე ყველანაირი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

22:53 - 15 ნოემბერი 2018 hits 3421

ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო ჯვრის უღელტეხილზე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-ე კილომეტრიდან (ფოსტა) – 107-ე კილომეტრამდე (კობი) ყველანაირი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილებაა აკრძალული. მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობა კი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დაშვებული. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, ორი და მეტი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.

16-17 ნოემბერს გუდაურსა და ყაზბეგში თოვა გაგრძელდება, ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს -7 - 10 გრადუსამდე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში