საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ზურგჩანთიანი ჟურნალისტიკის სასწავლო ბანაკი იწვევს ახალგაზრდებს

00:12 - 29 მაისი 2018 hits 20041

„დოიჩე ველე აკადემიის“ (DWA) მხარდაჭერით, Mtisambebi.ge აცხადებს კონკურსს ზურგჩანთიანი ჟურნალისტიკის სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად. სასწავლო კურსი გაიმართება 16-22 ივლისს, თუშეთში ან ხევსურეთში.

ვისთვის არის განკუთვნილი სასწავლო კურსი

სასწავლო კურსის მსმენელებად მიიღებიან ახალგაზრდები 18-დან 35 წლამდე. პრიორიტეტი მიენიჭებათ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომლებიც:

  • წერენ გამართულად და საინტერესოდ;
  • უყვართ ხეტიალი;
  • შეუძლიათ ფოტო/ვიდეო გადაღება;

სასწავლო კურსის ფორმატი:

მონაწილეთა სწავლების, ტრანსპორტირების, საოჯახო სასტუმროში ცხოვრებისა და კვების ხარჯებს ორგანიზატორი დაფარავს.

შერჩეული ახალგაზრდები პროგრამის ფარგლებში გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას ფოტო – ვიდეო გადაღების, მონტაჟის და ამბის თხრობის ტექნიკის მიმართულებით. სასწავლო კურსს უძღვებიან მოწვეული მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ:

კურსის ბოლოს პროგრამის მონაწილეებს გადაეცემათ DWA-ს სერტიფიკატები. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა „მთის ამბებისთვის“ უნდა მოამზადონ მულტიმედია მასალები, რაშიც მიიღებენ ჰონორარს. „მთის ამბები“ განიხილავს წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმების შესაძლებლობას.

როგორ მივიღოთ კონკურსში მონაწილეობა:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ანკეტა და გამოგზავნონ 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

ანკეტის შევსებისას ყურადღება მიაქციეთ სამოტივაციო ნაწილს, სადაც უნდა მიუთითოთ რატომ გსურთ პროგრამაში მონაწილეობა, რა მოლოდინი გაქვთ და როგორ გამოიყენებთ მიღებულ გამოცდილებას. მონაწილეთა შერჩევისას მოტივაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

შერჩეულ კანდიდატებს კონკურსის დასრულების შემდეგ ჩაუტარდებათ პირისპირ ან ონლაინ გასაუბრება, რის შემდეგაც შეირჩევა პროგრამის 15 ფინალისტი.



Mtisambebi.ge საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსია. პროექტის მიზანია ისეთი დასახლებებიდან, როგორიცაა თუშეთი, ხევსურეთი, ფშავი, მთიულეთი, ხევი, თრიალეთი, სამცხე – ჯავახეთი, მთიანი აჭარა, რაჭა – ლეჩხუმი და სვანეთი ახალი ამბების მომზადება და გავრცელება. გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მთიან რეგიონებში არსებული პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობას.

პროექტს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომელიც აერთიანებს ახალი ამბების სააგენტო „რეგინფოს“ (www.Reginfo.ge), თბილისში მდებარე მულტიმედია სტუდიას, კახეთის საინფორმაციო ცენტრს და პანკისის სათემო რადიოს (www.Radioway.ge).

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში