საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„მთის ამბების“ რეპორტაჟმა UNICEF-ის და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი მიიღო

17:32 - 24 დეკემბერი 2017 hits 1590

„მთის ამბების“ რეპორტაჟმა „როგორ ცხოვრობენ ბავშვები ფშავ-ხევსურეთის პანსიონებში“ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი მიიღო, რომელიც ბავშვთა საკითხების სიღრმისეულად გაშუქებისთვის გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ არის დაწესებული.

რეპორტაჟი ფშავ-ხევსურეთის სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის საშუალო განათლების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობებსა და სირთულეებზე მოგვითხრობს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, IREX-ის მხარდაჭერით, გამარჯვებულები კიდევ 4 კატეგორიაში გამოავლინა:

საუკეთესო სტატია - ნინო ლომაძე, „მელაპარაკე“ (ჟურნალი ინდიგო)

საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიება - ცქრიალა შერმადინი, „ქართული ცხვრის გასაჭირი“ (სტუდია მონიტორი)

საუკეთესო მულტიმედია - მარიამ ჯაჭვაძე, თამარ მშვენიერაძე, „აფრიკა თბილისში“(ჟურნალი ინდიგო)

საუკეთესო ვიდეორეპორტაჟი - ეკა ქევანიშვილი, „მარიას არჩევანი“ (რადიო თავისუფლება)

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრებმა 23 დეკემბერს ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრიც აირჩიეს, თბილისის კვოტით ლიკა ზაკაშვილი (ჟურნალ „ლიბერალის“ რედაქტორი); რეგიონების კვოტით - გელა მთივლიშვილი (საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორი); მაია მერკვილაძე (აჭარის ტელევიზიის პროდიუსერი).

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში