საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სამშაბათი, 16 იანვარი 2018

12 წელიწადში შატილის თემის მოსახლეობა 81%-ით შემცირდა

13:28 - 12 დეკემბერი 2017 hits 738

2002 წლიდან მოყოლებული, შატილის თემის სოფლების მოსახლეობა კატასტროფულად შემცირდა. თუკი 2002 წელს, პირიქითა ხევსურეთში, 251 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემების მიხედვით, მათი რაოდენობა 48 ადამიანს არ აღემატება.

2002 წლის მონაცემების მსგავსად, 2014 წელსაც, ყველაზე მეტი - 22 ადამიანი შატილში ცხოვრობდა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თუ 2014 წელს ანდაქში არცერთი მუდმივი მცხოვრები არ ფიქსირდებოდა (17 ადამიანი 2002 წელს), მშობლიურ სახლ-კარში სოსო ზვიადაურის დაბრუნების შემდეგ, ანდაქს დღეს ის ასოფლებს. მისივე თქმით, შატილის თემის სოფლების აბსოლუტური უმრავლესობა დაცლილია:

„დათვიჯვარზე რომ გადმოდიხარ, პირველი სოფელი არის ლებაისკარი. მანდ კაციშვილი არ ცხოვრობს. მერე არის კისტანი, მერე ჩამოდიხარ გიორგიწმინდაში, მანდაც არავინ არ ცხოვრობს. შატილში არის 7-8 ოჯახი. ანატორი - კაციშვილი არ ცხოვრობს, მესაზღვრეები დგანან ზემოთ. ამოვდივართ მუცოში - 3 კომლი. არდოტში და ხონიჭალაში 3-4 კომლია. ანდაქში მე ვარ მთელი წლის განმავლობაში. არჭილოში არავინ ცხოვრობს, ხახაბოც დაცლილია“.

2002-2014 წლებში შატილის თემის მოსახლეობა 81%-ით შემცირდა

ამავე თემაზე: 2002-2014 წლებში ხევსურეთის 10 სოფელი მთლიანად დაიცალა

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

რეკლამა

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში