საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სოფელ დუისში ხვალ „პანკისობა 2017“ აღინიშნება

14:02 - 29 სექტემბერი 2017 hits 4664

30 სექტემბერს, პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, „პანკისობა 2017“ აღინიშნება.

დუისის სპორტულ მოედანზე სხვადასხვა ღონისძიებები 12-იდან 18 საათამდე გაიმართება:

► კონცერტი („ერისიონი“ და ადგილობრივი ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები)

► სპორტული ღონისძიებები (ქართული ჭიდაობა ,მკლავჭიდი, დოღი)

► განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კუთხე:

პროფესიული სასწავლებლის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა, კოქტეილები; მზარეული კონდიტერი / ქარვინგის ფიგურები ; თექის ნამუშევრების გამოფენა; დურგალი, ჩურჩხლის ამოვლება; წყალზე ხატვა; 3D ნახატები; სამეცნიერო პიკნიკი; თაბაშირის ფიგურები დამსაქმებელთა ასოციაციასთან ერთად;

► გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კუთხე:

ექსპრეს ლაბორატორიის კვლევის ფარგლებში ჩატარდება ჰაერში დამაბინძურებელი ინგრენდიენტების გაზომვა, ხმაურის დონის და ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის გაზომვა;

ტყის არამერქნული რესურსის გამოფენა; ეკო გაკვეთილები; ,,წითელ ნუსხაში" შეტანილი ხეების ნერგების გამოფენა; ,,საბავშვო კუთხე";

► სოფლის მეურნეობის სამინისტროს კუთხე:

წარმოდგენილი იქნება მობილური ექსტენციის ტრანსპორტი სადაც იქნება 3 სპეციალისტი მესაქონლეობის, მეფუტკრეობის დარგებში. დარიგდება ბუკლეტები სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული სიახლეების შესახებ;

ფერმერები კოოპერატივიდან გააკეთებენ პროდუქციის პრეზენტაციას.

► შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთხე:

პროგრამა ,,უსაფრთხო ქალაქი"; წარმოდგენილი იქნება საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, 112 ხომალდი; მომსახურების სააგენტო; სპორტული კლუბი MIA FORCE ; სახანძრო ; გდდ; აკადემია; ტირი; ექსპერტ კრიმინალისტები; დაცვის პოლიცია; პატრული; შვეულმფრენი.

► კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კუთხე:

ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა.

„კახეთის მოსწავლეები კულტურული მემკვიდრეობის დესპანები“.

► თავდაცვის აკადემია:

წარმოდგენილი იქნება ბანერი და აკადემიის ორი სტუდენტი, რომლებიც გააკეთებს აკადემიაში ჩარიცხვის შესახებ პრეზენტაციას და დაარიგებენ სარეკლამო ბუკლეტებს.

► საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია:

პრეს-ტური.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში