საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ჟინვალი-ლარსის გზამ შესაძლოა ხადის ხეობაზე გაიაროს

15:40 - 01 სექტემბერი 2017 hits 16429

ჟინვალი-სტეფანწმინდა-ლარსის გზამ შესაძლოა გუდაურს გვერდი აუქციოს და ხადის ხეობაზე გაიაროს. სოფელ წკერეში გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს იმის დასადგენად, დასაშვებია თუ არა წკერედან კობამდე 7-8 კილომეტრის სიგრძის გვირაბის მშენებლობა.

„ამ ვარიანტმა თუ გაამართლა, ქვეშეთიდან გზა ავა კაიაშაურის პლატოზე, გაუყვება ხადის ხეობისკენ და წკერედან დაიწყება გვირაბი, რომლითაც კობში გავალთ. ახალი გზის მშენებლობა იმიტომ არის საჭირო, რომ ზამთარში ჯვრის უღელტეხილზე ზვავსაშიშროების გამო ტრანსპორტის მოძრაობა აღარ შეწყდეს. მეორე ალტერნატიული მიმართულების დამუშავებაც ხდება, მლეთადან არაგვი ჰესის მიმართულებით, შემდეგ გვირაბი და გასვლა თრუსოს ხეობაში, სოფელ კობთან. კვლევები მალე დასრულდება და დოკუმენტები 2 თვეში უკვე უნდა გვქონდეს განსახილველად“, - უთხრა „მთის ამბებს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ.

ჟინვალი-ლარსის გზის განახლების წინასაპროექტო სამუშაოებს მსოფლიო ბანკი აფინანსებს. პროექტს ესპანური კომპანია „IDOM Consulting, Engineering, Architecture, SAU“ ახორციელებს. საპროექტო სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 13 მილიონი ლარია. პროექტირების დასრულების შემდეგ, ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება. 

ჟინვალი-ლარსის მიმართულებით 111 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, ხოლო ქვეშეთი კობისმიმართულებით 26 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა იგეგმება.

ხადის ხეობის სოფლები მუღურე, ქოროღო, ბენიან-ბეგონი, იუხო, როსტიანი, შარმანი და წკერე თითქმის დაცარიელებულია. მთელ ხეობაში მუდმივად მხოლოდ 6-7 ოჯახიღა ცხოვრობს.

 

ამ თემაზე:

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზამ შესაძლოა მიმართულება შეიცვალოს

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში