საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შაბათი, 18 ნოემბერი 2017

გვარები არდოტიდან - ნიკო არდოტელის ვიდეობლოგი

15:56 - 30 აგვისტო 2017 hits 1780

პირიქითა ხევსურეთის სოფელ არდოტში, 1843 წელს, 446 ადამიანი ცხოვრობდა. ამჟამად სოფელს მუდმივი მცხოვრებლის სტატუსით მხოლოდ სამი ადამიანიღა შემორჩა. ნიკო არდოტელი ერთ-ერთია, ვინც იქაურობას დღემდე აცოცხლებს.

„არდოტში ცხოვრობდა 125 ოჯახი და იყო 446 სული. შემდეგ წამოვიდა კლება, მოხდა გადასახლება, წავიდნენ... და აი მე მოვესწარი, პატარა რომ ვიყავი - 20 ოჯახს.“

დღეს არდოტი სამი ოჯახის იმედადღაა დარჩენილი და როგორც აქაურები ამბობენ, თუკი ხელისუფლება ელემენტარულ საარსებო პირობებს არ შექმნის, არდოტიც იგივე ბედს გაიზიარებს, რაც არჭილოს და ხახაბოს, დღეს უკვე დაცარიელებულ სოფლებს ეწია.

ნიკო არდოტელი მესაზღვრეადა 15 წელია მუცოს სექტორზე საქართველოს საზღვარს იცავს. მისმა ოჯახმა მთა, როგორც მუდმივი საცხოვრისი, წლების წინ დატოვა და სოფელ გამარჯვებაში გადავიდა. არდოტსმხოლოდ ზაფხულობით სტუმრობენ. სოფელში სკოლა არ არის. რომ დარჩენილიყვნენ, განათლების მისაღებად ბავშვებს შატილამდე - 40 კილომეტრის გავლა ფეხით მოუწევდათ.

სხვადასხვა პრობლემების გამო, წლების წინ, ბარში გადასვლა არჩია არდოტელების უმრავლესობამაც. ადრე აქ არაერთი გვარი სახლობდა, მათ შორის: გიგაურები, ჭინჭარაულები, ზვიადაურები. დღეს ვითარება რადიკალურადაა შეცვლილი. ნიკო ფიქრობს, რომ სანამ სოფელში ერთი კაცი მაინც ცხოვრობს, მას ნასოფლარი არ დაერქმევა, თუმცა ფაქტია, რომ არდოტელები გულით ტკივილსა და შიშს დაატარებენ, ერთ დროს სხვადასხვა გვარის ხალხით დასახლებული სოფლის „დალევის“ შიშს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში