საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ნაქერალას უღელტეხილზე მოძრაობა აღდგა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:59 - 27 იანვარი 2017 hits 7216

ნაქერალას უღელტეხილზე ზვავისგან გზის გაწმენდის სამუშაოები დასრულდა და ავტომანქანების მოძრაობა აღდგა. უღელტეხილზე ზვავი გუშინ, 26 იანვარს ჩამოწვა.

„თოვლის ძალიან დიდი მასა იყო ჩამოსული. მსხვერპლი და ზარალი არ არის. სპეცტექნიკა შეუჩერებელ რეჟიმში მუშაობდა. ამ დროისთვის გზა გახსნილია და ავტომანქანების მოძრაობა აღდგა,“ - განუცხადა www.mtisambebi.ge-ს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე დაწესებულია სპეციალური რეჟიმი და აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში